„არ ვიცი, ამის მერე რა მოხდება…“ – რა ხდება ვიკი ბარბაქაძის პირად ცხოვრებაში

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, ვიქტორია ბარბაქაძე გასულ კვირას ხალხის რჩეული გახდა და გამარჯვებისთვის ბრძოლას განაგრძობს. პროექტის ბიჭი მონაწილეები მისდამი სიმპათიას არ მალავენ და ამაზე ხმამაღლა საუბრობენ.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა ხდება რეალურად მის პირად ცხოვრებაში და დაკავებულია თუ არა მისი გული.
„გარკვეულ ურთიერთობაში ვიყავი, თუმცა, უკვე რამდენიმე კვირაა, ეს ყველაფერი ცოტა გაურკვეველია. მომაკლდა გვერდით დგომა, ცდილობდა, მაგრამ ალბათ, საკუთარი თავის და ემოციების გამო ისე ვერ ცდილობდა… არც ჩხუბი ყოფილა, არაფერი. თავიდან ძლიერ მხარდაჭერას ვგრძნობდი, მაგრამ შემდეგ გამამახნევებელი გვერდით დადგომა დამაკლდა, მასაც ჩემგან ყურადღება მოაკლდა, სულ ესაა. ეს შესაძლოა დროებითია, რადგან ამ ადამიანთან სულ ამ ურთიერთობაში ვარ, ხან იქით ვართ, ხან აქეთ… არ ვიცი, ამის შემდეგ რა მოხდება…“ – ამბობს ვიკი ბარბაქაძე.
„დღემდე არ ვიცი, ვინ არიან ჩემი მშობლები… რამდენადაც ვიცი, როცა მე გავჩნდი, გამყიდეს“ – მარტა ბარამიძე რთულ ბავშვობაზე
„დაღუპვამდე მეგობარს სთხოვა, ეს ჯვარი ჩემთვის გადმოეცა…“ – ინტერვიუ ქალთან, რომელიც, 20 წელია, მეტროში ხატავს