„სელფი მობაილმა“, „გალტ & თაგარტის“ და „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 65 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა

„სელფი მობაილმა“, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც 1.3 მლნ აბონენტზე მეტს ემსახურება, წარმატებით განათავსა 65 მილიონი ლარის მოცულობის უზრუნველყოფილი ობლიგაციები. ამის შესახებ ინფორმაციას „“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, განთავსების აგენტები იყვნენ „“ და „ კაპიტალი“. ობლიგაციები ლარშია დენომინირებული, ვადა 3 წელს შეადგენს, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 6-თვიან TIBR + 3.5%-ია. ფასიანი ქაღალდი უზრუნველყოფილია კომპანიის უძრავი და მოძრავი ქონებით. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ტრანზაქცია იყო კომპანიის სადებიუტო განთავსება კაპიტალის ბაზარზე.
როგორც “სიბიეს ჯგუფის” ფინანსური დირექტორი თამარ გახარია აღნიშნავს, 2023 წლის ოქტომბერში “სელფი მობაილს”, “გალტ & თაგარტისა” და „ს“ მხარდაჭერით, გერმანული სააგენტოსგან, Scope Ratings-ისგან მიენიჭა BB- საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით. მოცემული რეიტინგი საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორში ყველაზე მაღალ რეიტინგს წარმოადგენს.
„შედეგად, კომპანიის ობლიგაციების განთავსებაზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. ფასიანი ქაღალდი შეიძინეს საქართველოს წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა და საქართველოს საპენსიო სააგენტომ.
„სელფი მობაილმა“ ახლახან დაასრულა მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება, 65 მლნ ლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსების სახით. მოზიდული ფინანსური რესურსი მოხმარდება არსებული ვალდებულებების დაფარვას და სელფის ქსელის გაუმჯობესებისა და გაფართოების პროექტს. მიღებული დაფინანსებით, სელფი ასევე გააგრძელებს 5G ტექნოლოგიის დანერგვას, რისთვისაც კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მიმდინარე წლის აგვისტოში გაიმარჯვა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სელფის ობლიგაციების მიმართ დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნა, რაც განპირობებულია სელფის სტაბილური პოზიციით ბაზარზე, კარგი მომგებიანობით და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივით. მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო გალტ & თაგარტსა და “თიბისი კაპიტალს” ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ჩემს კოლეგებს “სიბიეს ჯგუფში” და სელფის გუნდს ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებისთვის“, – აღნიშნა თამარ გახარიამ.
„გალტ & თაგარტის“ მმართველი დირექტორი, ლევან შავკაციშვილი განმარტავს, რომ მოპოვებული მაღალი რეიტინგის შედეგად, კომპანიამ შეძლო ფინანსური ინსტიტუტების დივერსიფიცირებულ ინვესტორთა წრეზე ტრანზაქციის ხელსაყრელ პირობებში განთავსება.
„მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით სელფი მობაილმა მოახერხა მოეპოვებინა თავის სექტორში უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი და წარმატებით გამოეშვა სადებიუტო ლარის უზრუნველყოფილი ობლიგაციები. მოპოვებული მაღალი რეიტინგის შედეგად, კომპანიამ შეძლო ფინანსური ინსტიტუტების დივერსიფიცირებულ ინვესტორთა წრეზე ტრანზაქციის ხელსაყრელ პირობებში განთავსება. შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა დაფინანსების სტრუქტურა, საპროცენტო განაკვეთი და დააფინანსა 5G-ს ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული პროექტები. ასევე მოხარულები ვართ, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანმა ინსტიტუციურმა ინვესტორმა, საპენსიო სააგენტომ, მორიგ ადგილობრივ ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა ლევან შავკაციშვილმა.
„თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი, მერი ჩაჩანიძე განმარტავს, რომ ტრანზაქცია CBS ჯგუფისა და “თიბისის” 15 წლიანი წარმატებული პარტნიორობის მორიგი დასტურია.
“მოხარული ვართ, რომ „თიბისი კაპიტალი“ “სელფი მობაილის” სადებიუტო ემისიის მხარდამჭერია. ობლიგაციების გამოშვებით, კომპანიამ შეძლო ფინანსური რესურსების დივერსიფიკაცია და საპროცენტო ხარჯის გაუმჯობესება. ამასთან ერთად, კომპანიას მომავალში შესაძლებლობა ექნება გამოათავისუფლოს მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები, რითაც დააფინანსებს მსხვილ კაპიტალურ დანახარჯებს. შედეგად კი, უზრუნველყოფს ბიზნესის უწყვეტ განვითარებასა და მომხმარებლებისთვის გამოცდილების გაუმჯობესებას. „სელფი მობაილის“ სადებიუტო ობლიგაციები გამყარებულია Scope Ratings-ის მიერ მინიჭებული BB- რეიტინგით (სტაბილური პერსპექტივით), რამაც ასევე შეუწყო ხელი ობლიგაციებისადმი ინტერესის ზრდას. შედეგად, ობლიგაციების შეძენის მიმართ დაინტერესება დაახლოებით 25%-ით აღემატებოდა ემისიის მოცულობას. ტრანზაქცია CBS ჯგუფისა და „თიბისის“ 15 წლიანი წარმატებული პარტნიორობის მორიგი დასტურია. აღნიშნული ობლიგაციები “თიბისი კაპიტალისთვის” წელს მე-16 განთავსებაა და ბაზარზე ვინარჩუნებთ მოწინავე საინვესტიციო ბანკის პოზიციას“, – აღნიშნავს მერი ჩაჩანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი – ზეწოლა და მუქარა ვერ შეგვაცვლევინებს მყარ პოზიციას, რომ არჩევნები ადმინისტრირებული იყო კარგად – მუქარის შეტყობინებები, სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები მოტივაციაა, რომ დაუღალავად ვიმუშაოთ

მამუკა ხაზარაძე – როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება სახალხო დაუმორჩილებლობა! – ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება!