ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

პროექტის ფარგლებში მოეწყო კომფორტული სასწავლო- სააღმზრდელო სივრცე შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. საბავშვო ბაღი სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გათვლილია 30 აღსაზრდელზე. უახლოეს პერიოდში მოხდება საბავშვო ბაღის ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
️️დასრულებული პროექტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, მოადგილესთან- ალუდა თუთისანთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან-ლევან ზალკალიანთან, მერის მოადგილეებთან მამუკა ხიმშიაშვილთან, რევაზ ახვლედიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან- ჭაბუკი ჭაბუკიანთან, მოადგილეებთან რეზო ხეცურიანთან და გიორგი გუგავასთან ერთად მოინახულა
აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ასევე დაგეგმილია 5 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.