Bloomberg მილიონერთა ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება რეკორდულად გაზიარდა და $6.55 მლრდ-ს შეადგენს და 396-ე ადგილზეა.
ივანიშვილის ქონება 2023 წლის დასაწყისში $5.7 მლრდ-ი იყო და ის წლის განმავლობაში $855 მლნ-ით გაიზარდა.
Bloomberg-ი წერს, რომ ივანიშვილმა თავისი ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის საწარმოების, ფოლადის ქარხნების, ბანკებისა და უძრავი ქონების შეგროვებით გამოიმუშავა. რუსეთში არსებული აქტივების უმეტესი ნაწილი მან 2003-2006 წლებში გაყიდა, ხოლო დანარჩენი 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის წინა პერიოდში. მან პრემიერის თანამდებობა ერთ წელიწადში დატოვა.