რუსეთი ადასტურებს, რომ უკრაინამ აეროდრომებზე თავდასხმა განახორციელა, თუმცა “მოიგერიეს”

რუსეთი ადასტურებს, რომ მ აეროდრომებზე თავდასხმა განახორციელა. კერძოდ, რუსეთმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დარტყმები განახორციელა ხუთ რეგიონში.
„ტელეგრამზე“ ს თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ უკრაინამ განახორციელა, „ტერორისტული თავდასხმა“ მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვოს, რიაზანისა და ამურის რაიონებში.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა თავდასხმა „მოიგერიეს“.
„დრონების გაშვების შედეგად აეროდრომების უშუალო სიახლოვეს მდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო ტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
უკრაინულ და დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) წყაროებზე დაყრდნობით, რომ ოპერაციის – “ობობის ქსელი“ – ორგანიზებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა და მას პირადად უკრაინის პრეზიდენტი აკონტროლებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე: თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც რვა წელია, თბილისის თითოეული უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, იცის, რა პრობლემები აწუხებთ თბილისელებს

კახა კალაძე: პოლიტიკაში მოსვლიდან 14 წლის შემდეგ, დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და გავიმეორებ იმავეს – მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვიყო იქ, სადაც სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს