2 ივნისს სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი იგეგმება – კიევი მზად არის

2 ივნისს, სტამბოლში უკრაინისა და ს დელეგაციების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი გაიმართება. პრეზიდენტი, ადასტურებს, რომ უკრაინის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს და მას კვლავ თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ჩაუდგება სათავეში.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი“, – დაწერა ზელენსკიმ თავის ტელეგრამარხზე. იქვე აღნიშნავს, რომ დაჟინებით მოითხოვს სრულ დ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, ტყვეების გათავისუფლებასა და იმ ბავშვების დაბრუნებას, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებამ გაიყვანა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მ 29 მაისს განაცხადა, რომ მეორე რაუნდზე რუსეთის დელეგაცია იმავე შემადგენლობით წარდგება.
რუსეთის დელეგაციას პირველ რაუნდზე [15-16 მაისი] წარმოადგენდნენ: დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – მიხაილ გალუზინი; შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს [ГРУ] უფროსი – იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე – ალექსანდრ ფომინი.
ამ შემადგენლობას ზელენსკიმ “ბუტაფორიული” უწოდა 15 მაისს, როდესაც ის ჩავიდა თურქეთში, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის განზრახვით, მაგრამ ვლადიმირ პუტინი შეხვედრაზე არ გამოცხადდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 ივნისს განაცხადა, რომ აუცილებელია უმაღლესი დონის შეხვედრის ორგანიზება.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს აჭიანურებს, რათა გააგრძელოს ომი და მიაღწიოს დამატებით დათმობებს სგან და დასავლეთის ქვეყნებისგან.
უკრაინის პოზიციებს მტკიცედ იცავენ ევროპელი მოკავშირეები. საგანგებოდ აქტიურობს „ვაიმარის სამკუთხედი“ – საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის შემადგენლობით. მათ მჭიდრო კოორდინაცია აქვთ -სთან. რუსეთთან და მის პრეზიდენტთან მიმართებით ცვალებადია აშშ-ის პრეზიდენტის, ს რიტორიკა. ტრამპი თავიდანვე სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს