უკრაინამ რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომს დრონებით შეუტია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს, 1 ივნისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) ს სამხედრო აეროდრომების წინააღმდეგ დრონებით შეტევა დაიწყო, რის შედეგადაც 40-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა.
მედიის ცნობით, განადგურებულ თვითმფრინავებს შორისაა სტრატეგიული ბომბდამშენები, როგორიცაა Tu-95 და Tu-22M, რომლებიც ხშირად გამოიყენება ზე შორი დისტანციის სარაკეტო თავდასხმებისთვის.
ოპერაციის, კოდური სახელწოდებით „ობობას ქსელი“ მიზანი 4 ლოკაცია იყო და სამხედრო თვითმფრინავები რუსეთის 4 აეროდრომებზე – „ბელაია“ [“Белая”], „დიაგილევო“ [“Дягилево”] , ოლენია“ [“Оленья”] და „ივანოვო“ [“Иваново”] იწვის.
SBU-მ ოპერაცია შეაფასა, როგორც „უკიდურესად რთული“, რომლისთვისაც 1,5 წელი ემზადებოდნენ.
BBC-ის ცნობებით, თვითმფრინავებს ასევე დაესხნენ თავს ოლენიას საჰაერო ბაზაზე, მურმანსკის ქალაქთან ახლოს, რუსეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
რუსული მედია მურმანსკში თავდასხმის შესახებ იუწყება, თუმცა აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვა მუშაობს.
მანამდე, სოციალურ ქსელებში თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ დრონები, რომლებიც მურმანსკის მახლობლად, ოლენიას აეროდრომს დაესხა თავს, “უკრაინიდან არ მოფრინავდნენ”.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ დაუდასტურებელ ვიდეოებში ჩანს, როგორ FPV დრონებს აეროდრომებთან ახლოს გაჩერებული სატვირთო მანქანებიდან ისვრიან.
Footage of a Ukrainian FPV strike drone rising from a cargo truck and heading towards Russia’s Belaya Airbase. The drone launch and airbase hit were over 4000 km (2500 mi) from Ukraine. pic.twitter.com/XU7bCzV5QJ — OSINTtechnical (@Osinttechnical) June 1, 2025
წინასწარი მონაცემებით, შეტევის შედეგად რუსეთის ავიაციას 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ზარალი მიადგა.
მარტში უკრაინამ გამოაცხადა, რომ შეიქმნა ახალი დრონები 3000 კილომეტრის მოქმედების დიაპაზონით, თუმცა არ დაუკონკრეტებია მისი ტიპი, სახელი ან როდის დაიწყებოდა მისი მასობრივი წარმოება.