“ნაციონალური მოძრაობა” არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოს ბევრი წარუმატებლობა მოუტანა – მიხეილ სარჯველაძე

“ხალხის ძალა” ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებაზე საუბრობს. მათ განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ და ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოს ბევრი წარუმატებლობა მოუტანა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არ შეიძლება “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით კითხვები ისმებოდეს, თუ რა პოზიცია ჰქონდათ მათ აგვისტოს ომთან დაკავშირებით:
“რეზოლუციას, რომელსაც ხელი მოაწერეს, ან მაგალითად, პარტიულად წინაურდება ადამიანი, რომელსაც პრაქტიკულად ღიად აქვს დაფიქსირებული, რომ ომი საქართველომ დაიწყოო, ამის ფონზე “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით როგორ შეიძლება კითხვები ისმებოდეს, თუ რა პოზიცია ჰქონდათ მათ აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
სწორი სამართლებრივი ანალიზი სჭირდება “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციონირებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რაც თვისობრივად იყო განსხვავებული იმისგან, რასაც რეალურად ამბობდნენ, რეზოლუციებში აფიქსირებდნენ და შემდეგ ეთანხმებოდნენ. ეს შეკითხვებს აჩენს და სწორი სამართლებრივი ანალიზი სჭირდება.
პირადად ჩემთვის ყველაფერი ნათელი და ცხადია. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც, სამწუხაროდ, საქართველოს ბევრი წარუმატებლობა მოუტანა ამ ქვეყანას,” – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე .

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, მაგრამ ვიქნებით ყურადღებით და ყველას მინდა, მივცე პირობა – თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს

ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპია, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი კომფორტული სერვისების მიწოდებით – იუსტიციის სახლი გამორჩეული პროექტია სწორედ ამ თვალსაზრისით