EU წარმომადგებლიბა: ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 1 ივნისთან, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ EU მხარს უჭერს ბავშვთა უფლებების დაცვას საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში.
როგორც განცხადებაში აღნიშნავენ, ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხოებას, ზრუნვას და განვითარების შესაძლებლობას.
“ბავშვთა დაცვის დღეს, გვინდა აღვნიშნოთ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში.
ევროკავშირი მხარს უჭერს: ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას, ხარისხიან განათლებასთან და სთან ხელმისაწვდომობას, ოციალური მუშაკებისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების გადამზადებას, ყველაზე მოწყვლადი ბავშვების, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულების, დახმარებას.
ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას – ისეთ მომავალში, რომელიც უფრო უსაფრთხო, უფრო ინკლუზიური და ყველასთვის შესაძლებლობებით სავსე იქნება”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“