რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზაზე მომხდარ აფეთქებებს ტერორისტული აქტების კვალიფიკაცია მიანიჭა, – ამის შესახებ დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ბასტრიკინის დავალებით, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში მომხდარი ინციდენტების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა.
