“ისე, როგორც ეს “ლეიკერსის” თამაშებზე ხდება” – დე ლაურენტისი სერია A-ს მესვეურებს გამაოგნებელ იდეას სთავაზობს

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იტალიის ჩემპიონატის მესვეურებს სერია E-ს შექმნას სთავაზობს. კინოპროდიუსერმა ამის შესახებ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა.
“მაქვს იდეა, რომ შეიქმნას სერია E, სადაც თავს იტალიის 14 გუნდი მოიყრის. რა სარგებელი ექნება ამ ჩემპიონატს?
სტადიონებზე მაყურებელთა რაოდენობა ბევრად გაიზრდება, შანსი უნდა მიეცეს ისეთ გუნდს, როგორიც “პალერმოა”, რადგან ამ ქალაქში მილიონზე მეტი მაცხოვრებელია და მათი მატჩებისას ტრიბუნები მუდამ სავსეა.
მაგალითი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისგან უნდა ავიღოთ. შეხედეთ “ლეიკერსის” თამაშებს, თუ რამდენი ხალხი დადის მათ თამაშებზე”, – განაცხადა დე
ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, იტალიის სერია A-ში ამჟამად 20 გუნდი ასპარეზობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში