ნიკა მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს, ეს არ არის ის ტერმინი, რომლითაც მან შეიძლება ისაუბროს, ის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით, კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე

ნიკა მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს, ეს არ არის ის ტერმინი, რომლითაც მან შეიძლება ისაუბროს, ის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით, კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე
მ პატივი არ სცა საქართველოს პარლამენტს, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და მის მიმართ აღსრულდა კანონი, კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სახლემწიფო იქნება მტკიცე იმ ინტერესების დაცვისას, რომელიც უკავშირდება საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს რეალიზებას.
„ნიკა მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს, ნამდვილად. რა ვიცი, რაზე აქვს მას პრეტენზიები, მაგრამ ეს არ არის ის ტერმინი, რომლითაც მან შეიძლება ისაუბროს. ის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით. არავის ეს არაფერში აინტერესებდა, მით უმეტეს, რომ მოგვიანებით მას მოუწია წინასწარი პატიმრობის შეფარდება. კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე. მან პატივი არ სცა საქართველოს პარლამენტს, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და აღსრულდა კანონი მის მიმართ. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ კანონის უპატივცემულობა დაისჯება შესაბამისი წესით – ეს არის სამართლებრივი სახლემწიფოს პრინციპი. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც უნდა მოქმედებდეს და მოქმედებს სამართლის უზენაესობის პრინციპი, ამას ყველა უნდა შეეგუოს. სახლემწიფო იქნება მტკიცე იმ ინტერესების დაცვისას, რომელიც უკავშირდება საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს რეალიზებას,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების და კულტურის სამსახურის პროგრამის, “საშუალო განათლების მხარდაჭერა” ფარგლებში დაფინანსდა, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივა, მხატვრულ-შემოქმედებითი კონკურსის შესახებ

ხონის სასჯელაღსრულების ყოფილმა შენობამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის სახე და სისასტიკის მასშტაბურობა – ამ სისასტიკის შემქმნელები დღეს იმაზე წუწუნებენ, რომ თურმე, მელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურება ვერ შეძლო

ის, რაც 2 ივნისს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებმა და ჟურნალისტებმა იხილეს ხონის ყოფილ მეცამეტე ჯალათურ და არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხშირად უნდა აჩვენონ ე.წ. ნაცაქტივისტებს და შეადარონ დღევანდელ კომფორტულ საპყრობილეებს