აშშ-ის თავდაცვის მდივანი – საფრთხე, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს, რეალურია და შესაძლოა, გარდაუვალიც კი

საფრთხე, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს, რეალურია და შესაძლოა, გარდაუვალიც კი, – ამის შესახებ -ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სინგაპურში, კონფერენციაზე – „შანგრი-ლას დიალოგი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ პეკინი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალთა ბალანსის შესაცვლელად სამხედრო ძალის პოტენციური გამოყენებისთვის ემზადება“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
მისი თქმით, ჩინეთის მიერ ტაივანის დაპყრობის ნებისმიერ მცდელობას „ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება“.
ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აზიელ მოკავშირეებს მოუწოდა, რომ ევროპას მიბაძონ და თავდაცვის ხარჯები გაზარდონ.
„ცოტა ძნელი დასაჯერებელია ამას რომ ვამბობ, მაგრამ ევროპაში რამდენიმე ვიზიტის შემდეგ და პრეზიდენტ ტრამპის დამსახურებით, აზიელმა მოკავშირეებმა ევროპულ ქვეყნებს უნდა მიბაძონ. ნატო-ს წევრები, გერმანიაც კი, ვალდებულებას იღებენ, რომ თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ს დახარჯავენ. ევროპის ქვეყნების მიერ ამის გაკეთებას აზრი არ აქვს, მაშინ როცა აზიაში მთავარი მოკავშირეები კიდევ უფრო ძლიერი საფრთხის პირობებში, თავდაცვაზე უფრო ნაკლებს ხარჯავენ“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი