ომსკის სასამართლომ პუტინის ფოტოებზე ჰიტლერის ულვაშებისა მიხატვა აკრძალა

ომსკის სასამართლომ რუსეთში აკრძალულად გამოაცხადა ვებსაიტების ცალკეული გვერდები, სადაც გამოქვეყნებული იყო ს ადოლფ ჰიტლერთან მიმსგავსებული სურათები და ს პრეზიდენტის სხვა მიმები.
ზოგიერთ შემთხვევაში, აიკრძალა ფოტოები, რომლებზეც პუტინი გამოსახული იყო ულვაშითა და ჰიტლერის მსგავსი ვარცხნილობით.
სასამართლომ ასევე აკრძალა ფოტოები, რომლებსაც ეწერა “Hitler kaput” (ჰიტლერი დამთავრდა). მათი უმეტესობა საპროტესტო აქციებზეა გადაღებული, ხოლო წარწერები მომიტინგეების პლაკატებზეა დაწერილი. მაგალითად, სასამართლომ აკრძალა ბლოგერ ილია ვარლამოვის ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახული ქალს უჭირავს პლაკატი წარწერით: „პუტლერ, დალიე შხამი“.
გარდა ამისა, სასამართლომ აკრძალა ვებსაიტი Стихи.ру, სადაც განთავსებული იყო თავზე რევოლვერმიბჯენილი პუტინის გამოსახულება წარწერთ: „როგორ გადავარჩინოთ სირცხვილისგან“.
ომსკის პროკურატურამ მოითხოვა სურათების აკრძალვა.
მათი აზრით, სურათები „უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებზე“ და ადამიანებს უბიძგებს „ტერორისტული საქმიანობისა და დანაშაულების ჩადენისკენ“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს