თათია აფრიამაშვილს 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს – ლაშხის საჩივარი

აქტივისტ თათია აფრიამაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკოს მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა.
ადვოკატი ფიქრია მახარაძე „პუბლიკასთან“ ამბობდა, რომ ოქმში სავარაუდო სამართალდარღვევად მითითებული იყო ფრაზები: „არა რუსულ მონობას“, „ძირს ს მონები“.
დღეს მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ლიკა ლორთქიფანიძესაც, ხოლო მაგდა მამუკაშვილი მოსამართლემ 4000 ლარით დააჯარიმა.
ორი აქტივისტის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, ერთის მიმართ – ჯარიმის.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ბობოხიძე – ჩემი ინფორმაციით, „ოცნების“ „ობშიაკში“ რამდენიმემ უკვე მიიტანა ფული და მათ წინააღმდეგ აღარ არის პრობლემები, ასეთია, მაგალითად, კახა კალაძე, საპატრიარქო კი „პოლიტიკაში არჩარევის“ სახელით მხარს უჭერს ხელისუფლებას

გიორგი შარაშიძე ლევან სანიკიძის განცხადებაზე – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის – „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი „წითელი ხაზია“