7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგია… საკრედიტო დაფინანსების ზრდის მოლოდინი, დაახლოებით 12%-ია – ბუცხრიკიძე

7.5%-იანი [ეკონომიკური] ზრდა არის საკმაოდ კარგი, თუ გავიხსენებთ IMF-ის და მსოფლიო ბანკის პროგნოზებს, 2025 წლისთვის არის 6-6.5%, – ამის შესახებ „ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ბუცხრიკიძემ აღნიშნა, საკრედიტო დაფინანსება და ზრდა საკმაოდ ნორმალურია.
„საკრედიტო დაფინანსების ზრდის მოლოდინი, დაახლოებით, 12%-ია. ინდუსტრიების მიხედვით ზრდა შესაძლებელია განსხვავებული იყოს. მაგალითად დეველოპერული ბიზნესების განვითარება ბოლო 2-3 თვე საკმაოდ იმედის მომცემია და კარგი მაჩვენებლები იყო როგორც მარტში, ისე აპრილში და მაისშიც დადებითი მოლოდინები გვაქვს“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.