მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხის საფუძველზე, „ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის” წევრ ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.
ლიკა ლორთქიფანიძესთან ერთად, მარიამ ლაშხმა კიდევ ორ აქტივისტს — მაგდა მამუკაშვილსა და თათია აფრიამაშვილს უჩივლა. ამ უკანასკნელის სასამართლო პროცესი 23 მაისს გაიმართა, თუმცა მოსამართლეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
მარიამ ლაშხი აქტივისტებს სასამართლოში 17 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო უჩივის. 17 მაისს თათია აფრიამაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ის და კიდევ ორი აქტივისტი მარიამ ლაშხს მიმართავენ და ამბობენ – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, „არა რუსულ რეჟიმს!“, „არა რუსეთის მონებს!“