რუსულ სადესანტო ხომალდზე 19 მეზღვაური დაშავდა, 33 – დაიკარგა – Astra

გამოცემა Astra წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელების მიერ რუსულ სადესანტო ხომალდ “ნოვოჩერკასკზე” განხორციელებული შეტევის შედეგად 19 მეზღვაური დაშავდა. 33 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
გამოცემის მიხედვით, 26 დეკემბრის ღამეს, უკრაინელების თავდასხმის დროს, ხომალდზე სულ 77 მეზღვაური იმყოფებოდა.
ოკუპირებული ს ე.წ. გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვი კი ამტკიცებდა, რომ სადესანტო ხომალდზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ფეოდოსიის პორტში, ს სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” 26 დეკემბერს გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ