ჟურნალისტებმა ორ კვირაში დაადგინეს უკრაინაში მოკლული კიდევ 2000 რუსის ვინაობა

ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს რუსული სამსახური და დამოუკიდებელი გამოცემა, ს ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად” გამოცხადებული „მედიაზონა“ მოხალისეთა ჯგუფებთან ერთად განაგრძობენ ში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთიდან დაღუპულთა ვინაობის დადგენას.
დღეს, 30 მაისს გამოქვეყნებული განახლებული მონაცემებით, მოკლულთა რიცხვი 110 608-ია.
საუბარია მათზე, ვისი სახელები და გვარები ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა დაადგინეს საჯარო წყაროებით გავრცელებული ცნობებისა და სამხედროთა სასაფლაოების კვლევის საფუძველზე.
წინა, 16 მაისს გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით დაღუპულთა რიცხვი 2000-ით მეტია.
რუსეთის რეალური დანაკარგები გაცილებით მეტია. როგორც BBC-ს რუსული სამსახური წერს, სამხედრო საკითხთა სპეციალისტების შეფასებით, საჯარო წყაროებით დადგენილი მონაცემები დაღუპულთა რეალური რაოდენობის 45%-დან 65%-მდეა.
დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის რეგიონების მიხედვით დანაკარგების უთანაბრობაზეც.
უკრაინაში მოკლულთა რაოდენობით (პროფესიონალი სამხედროები, მობილიზებულები, პატიმრები) პირველ ადგილზეა რუსეთის ტუვის რეპუბლიკა(120 სიკვდილი ყოველ 10 000 მამაკაცზე), რომელსაც მოსდევენ ბურიატია(91) და ალტაის მხარე(89). რუსეთის ეს სუბიექტები განსაკუთრებით ღარიბი და დაუცველი რეგიონები არიან.
შედარებისთვის, მოსკოვში ყოველ 10 000-ს მამაკაცზე მხოლოდ 3 დაღუპული მოდის.
დემოგრაფები, რომლებიც BBC-ს ესაუბრნენ, აღნიშნავენ, რომ ომი არა მხოლოდ დემოგრაფიულ სურათს ცვლის, არამედ აღრმავებს არსებულ შიდა სოციალურ უთანასწორობასაც.
რუსეთის და უკრაინის თავდაცვის სამინისტროები თავიანთი შეიარაღებული ძალების დანაკარგებს არ ასაჯაროებენ.
2025 წლის თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა მ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა 45 100 და დაიჭრა დაახლოებით 390 000 უკრაინელი მებრძოლი, რაც თითქმის რვაჯერ ნაკლებია რუსეთის არმიის დანაკარგზე.