ირაკლი კუპრაძე – სამართლებრივად, ივანიშვილმა შექმნა კადიროვის საქართველო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც ევროპასთან, არც სამართლიანობასთან და არც დემოკრატიასთან

სამართლებრივად, ივანიშვილმა შექმნა კადიროვის საქართველო, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ადამიანის დაკავება წარმოუდგენელია.
„წარმოუდგენელია, გირაოს ვადის გასვლამდე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, როგორ შეიძლება ქუჩიდან გაიტაცო ადამიანი, როემლსაც თვალს ადევნებს იმ დროს საქართველოს მოსახლეობა და მეორე დღეს ელოდებიან სასამართლო პროცესს. სამართლებრივად ივანიშვილმა შექმნა კადიროვის საქართველო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც ევროპასთან, არც სამართლიანობასთან და არც დემოკრატიასთან“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გუშინ დააკავეს. -ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული. კერძოდ, უწყების ცნობით, ნიკა მელია დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…