“არ ვაპირებთ არავისთან შერწყმას, თუმცა პოლიტიკურ პარტნიორობას მივესალმები” – ბაჩო დოლიძე ხაზარაძე-მელიას თანამშრომლობაზე

“ლელოს” თავმჯდომარე სთან თანამშრომლობას აანონსებს. “მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები” – აცხადებს . ხაზარაძის თქმით, მელიასთან კომუნიკაცია აქვს, თუმცა, სხვა დეტალებს ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.
ხაზარაძის განცხადებას ადასტურებენ “ლელოშიც.” მათივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მიღმა არსებულ პარტიებთან თუ პოლიტიკოსებთან კონსულტაციები განიხილება.
“გვექნება ნიკა მელიასთანაც და სხვა პოლიტიკოსებთანაც კონსულტაციები და თანამშრომლობა. ჩვენ ვამბობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიღმა არსებულმა პარტიებმა სხვადასხვა ფორმით უნდა დაიწყონ თანამშრომლობა მომდევნო სთვის. რა ფორმით იქნება ეს თანამშრომლობა, ამას გამოაჩენს უახლოესი წინასაარჩევნო პერიოდი,” – აღნიშნა “ლელოს” წევრმა საბა ბუაძემ.
რაც შეეხება ნიკა მელიას თანაგუნდელებს, ენმ-ის ყოფილი წევრი, ბაჩო დოლიძე “ლელოსთან” თანამშრომლობას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ისინი [იგულისხმება ენმ-ის ყოფილი წევრები და ნიკა მელიას მხარდამჭერები] 2024 წლის არჩევნებზე დამოუკიდებლად იქნებიან წარმოდგენილები და მათ ცალკე საარჩევნო ნომერი ექნებათ.
“ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იქნება, თუ სხვებიც განიხილავენ იმას, რომ ჩვენთან ერთად პარტნიორობა შესაძლებელია ბევრ საკითხთან მიმართებაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ მახარებს, თუმცა ჩვენ დამოუკიდებლად ვაპირებთ შესვლას არჩევნებზე, შესაბამისად, გვექნება ცალკე ნომერი, ცალკე პოლიტიკური პლატფორმის სახელი. არ ვაპირებთ არავისთან შერწყმას, დანარჩენი კი, რაც გულისხმობს პოლიტიკურ პარტნიორობას, მივესალმები ბევრ პოლიტიკურ პარტიასთან,” – განაცხადა ენმ-ის ყოფილმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ.