სალომე ზურაბიშვილი – სენატორ დეინსს შევხვდი, ის თბილისში მხოლოდ ჩვენ შეგვხვდა, ოპოზიციას და ეს მნიშვნელოვანია – მოისმინა ქვეყნის შიდა საკითხებისა და სტრატეგიული გამოწვევის შესახებ, რაც ამერიკისთვის რეგიონსა და საქართველოში არსებობს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს ინფორმაციით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით, ის საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორს, სტივ დეინს შეხვდა.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სენატორს ქვეყანაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
„დღეს მე პლატფორმის სახელით შევხვდი სენატორ დეინსს. ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი, კავკასიაში არის ჩამოსული. ჯერ იყო ბაქოში, მერე მიდიოდა ერევანში და ასევე, არის აქ, თბილისში, სადაც ჩვენ შეგვხვდა, მხოლოდ ოპოზიციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან მოისმინა სწორედ აქაური არამხოლოდ შიდა საკითხები და კანონების დარღვევის მთელი რიგი, რაც წარვუდგინეთ, არამედ ასევე, სტრატეგიული გამოწვევა, რაც ამერიკისთვის ამ რეგიონსა და საქართველოში არსებობს და რომელიც ამერიკიდან დიდ ყურადღებას მოითხოვს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, -ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოს სტუმრობს და მას დაგეგმილი აქვს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები.

ასევე დაგაინტერესებთ

გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატი – პროკურატურამ იკადრა და ამოჭრა მონაკვეთი, სადაც პოლიციელები საგნებს ისვრიან მომიტინგეების მისამართით – ექსპერტმა სახეზე შეახმო პროკურატურასა და საჯარო თანამდებობის პირებს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები

გიორგი ახობაძე – შესაძლოა, ამათ ჩემთან საუბრის შემდეგ საქმის „შეკერვა“ უფრო დახვეწეს, ამიტომ თუ აქ იგივე ბრალდებით მოვხვდები, მეტი ჭიდაობა მოგვიწევს – უკეთესად შეეძლოთ! იჩქარეს, ალბათ სჭირდებოდათ ეფექტის შექმნა, რომ ხალხს მასიურად იჭერდნენ