დანილოვის თქმით, შავ ზღვაში რუსული ფლოტის 20% განადგურებულია

ყირიმში, ფეოდოსიის პორტში უკრაინული ძალების მიერ რუსულ გემზე, „ნოვოჩერკასკზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ ჩაიძირა მეორე ხომალდიც, წერს „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი სამსახური.
გამოცემის ცნობით, მეორე გემის ნაწილობრივი ჩაძირვა დასტურდება Planet.com-ის თანამგზავრის ფოტოებით, სადაც შედარებულია 24 და 26 დეკემბრის მდგომარეობები. მეორე ჩაძირული ხომალდი ვიდეოზე ყვითელ ოთხკუთხედშია.
ამასთან ერთად, უკრაინული მხარე, კერძოდ კი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ოლექსიი დანილოვი ამბობს, რომ ომის შედეგად განადგურებულია შავ ზღვაში რუსული ფლოტის 20%.
„თანაც, ეს არ არის რაღაც ნავები 5-30 ადამიანზე. ეს უზარმაზარი სამხედრო გემებია, რომლებიც გავუშვით იმ მიმართულებით, სადაც 2022 წლის 13 აპრილს გავაგზავნეთ რუსული ფლოტის ფლაგმანი „მასკვა“. რაც [26 დეკემბრის ღამეს] მოხდა, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენს სამხედროებს ესმით ყირიმის საკითხი. ის ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც დანარჩენი ტერიტორიები“.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის