უკრაინელების მიერ რუსულ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ განხორციელებული შეტევის შედეგად 19 მეზღვაური დაშავდა და 33 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Astra „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 26 დეკემბრის ღამეს უკრაინელების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს ხომალდზე სულ 77 მეზღვაური იმყოფებოდა.
ოკუპირებული ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სადესანტო ხომალდზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
შეგახსენებთ, 26 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ფეოდოსიის პორტში რუსეთის სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი” გაანადგურა.