მედია: მერიამ „ბათუმობაზე“ ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დახარჯა რესტორანში გამართულ ვახშამში

„ბათუმობაზე“ „შერატონში“ შეკვეთილ ვახშამში ქალაქის მერიამ ბიუჯეტიდან 70 ათას 200 ლარი დახარჯა.

„ბათუმობა“ 2025 წლის 3 და 4 მაისს გაიმართა, თუმცა, არც მერიამ და არც ს კულტურის ცენტრმა რესტორნის ხარჯების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ არ მიაწოდა.

საგადახდო მოთხოვნის დოკუმენტი კულტურის ცენტრმა მხოლოდ 28 მაისს ატვირთა შესყიდვების პორტალზე. ამ დოკუმენტის მიხედვით „ბათუმობა 2025“ -ის ფარგლებში სარესტორნო მომსახურებაში 70 ათას 241 ლარია გადახდილი სააქციო საზოგადოება „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის“ წარმომადგენლობაზე საქართველოში.

ამავე კომპანიისთვის დამატებით ასევე ცალკეა გადახდილი 20 ათას 143 ლარი – „ბათუმობა 2025“ -ის ფარგლებში სასტუმროს მომსახურებაში.

ამ ხარჯების გათვალისწინებით ქალაქის ბიუჯეტიდან „ბათუმობა 2025“-სთვის ჯამში 313 ათასი ლარი დაიხარჯა. აქედან:

  • 114 ათასი ლარი – ღონისძიების ორგანიზებაზე
  • 109 ათასი ლარი – მომღერლების ჰონორარებში
  • 70 ათასი ლარი – რესტორანში
  • 20 ათასი ლარი – სასტუმროს ნომრებში

სარესტორნო და სასტუმროს მომსახურებაზე „ნუროლ ინშაათთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები ს კულტურის ცენტრს შესყიდვების პორტალზე ამ დრომდე არ აქვს ატვირთული. შესაბამისად, კვლავ უცნობია რამდენი პირისთვის დაიქირავეს სასტუმროს ნომრები და ასევე, რამდენი პირი იყო მიწვეული რესტორანში გამართულ ვახშამზე.

წყარო