შაიშმელაშვილი: ჩემი ინფორმაციით, ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეებს თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებები დაწერილი აქვთ

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის ინფორმაციით, განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ ზვიად ხარაზიშვილმა და მისი გარემოცვის წევრებმა, მათ შორის მისმა მოადგილეებმა, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე დაწერეს.

“დაახლოებით 70 განცხადება არის დაწერილი. ხარაზიშვილი არცერთი დღე არ გაჩერდება შინაგან საქმეთა სამინისტროში გომელაურის გარეშე” – აცხადებს ირაკლი შაიშმელაშვილი “ტვ პირველის” ეთერში და აღნიშნავს, რომ ვახტანგ გომელაური ის ერთადერთი ადამიანი იყო უწყებაში, რომელსაც “ხარება” უპირობოდ ემორჩილებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია