მარკო რუბიო: ვაცხადებ ახალ სავიზო შეზღუდვებს, იმ უცხო ქვეყნის ოფიციალურ პირებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ამერიკელების დაცენზურების თანამონაწილეები არიან

მარკო რუბიო: ვაცხადებ ახალ სავიზო შეზღუდვებს, იმ უცხო ქვეყნის ოფიციალურ პირებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ამერიკელების დაცენზურების თანამონაწილეები არიან
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით სავიზო შეზღუდვა შეეხება იმ პირებს, რომლებიც ამერიკელების სიტყვის თავისუფლების უფლების გამოყენებას უზღუდავენ, თუმცა მარკო რუბიოს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია.
“ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, უცხოური ხელისუფლება ამერიკელებს აჯარიმებდა, ავიწროებდა და ბრალდებებსაც კი უყენებდა სიტყვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო. დღეს მე ვაცხადებ ვიზების შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება უცხოელ თანამდებობის პირებსა და იმ პირებზე, რომლებიც ამერიკელების დაცენზურებაში მონაწილეობენ. სიტყვის თავისუფლება აუცილებელია ამერიკული ცხოვრების წესისთვის – ეს არის თანდაყოლილი უფლება, რომელზეც უფლებამოსილება უცხოურ მთავრობებს არ აქვთ. უცხოელები, რომლებიც ამერიკელების უფლებების შელახვაზე მუშაობენ, არ უნდა სარგებლობდნენ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის პრივილეგიით. ლათინურ ამერიკაში, ევროპაში თუ სხვაგან, დასრულდა პასიური მოპყრობის დღეები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამერიკელების უფლებების შელახვაზე მუშაობს.” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა