გერმანია უკრაინას 5 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

გერმანია ს 5 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შესაბამის შეთანხმებას ბერლინში ხელი უკრაინისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა, რუსტემ უმეროვმა და ბორის პისტორიუსმა მოაწერეს ხელი.
კერძოდ, გერმანია უკრაინაში შორის მანძილის შეიარაღების წარმოებას დააფინანსებს. აღნიშნული სქემით დაფინანსებული სისტემები კიევს უკვე მომდევნო კვირებში შესაძლოა, გადაეცეს.
მათი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი უკვე იმყოფება უკრაინის შეიარაღებაში, ამიტომ შესაძლებელია ექსპლუატაციაში მათი დაუყოვნებლივ შეყვანა, პერსონალის დამატებითი მომზადების გარეშე. გერმანიის თავდაცვის უწყება აღნიშნავს, რომ 2025 წელს შეიარაღების სისტემების მნიშვნელოვანი რაოდენობის წარმოებაა შესაძლებელი, თუმცა დეტალები არ მჟღავნდება.
ასევე, გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, სახმელეთო შეიარაღებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მიწოდებას.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ასევე კონტრაქტი გააფორმა გერმანულ თავდაცვით კონცერნ Diehl-თან საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შესაბამისი საბრძოლო მასალის მიწოდებაზე.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული დახმარების საერთო ღირებულება 5 მილიარდ ევროს შეადგენს და ისინი ბუნდესტაგის მიერ უკვე დამტკიცებული სახსრებიდან იქნება გამოყოფილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ