ევროკავშირმა ოფიციალურად გააუქმა სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები

ევროკავშირმა ოფიციალურად გააუქმა სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა 2025 წლის 20 მაისს გაკეთებული პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმალიზება მოახდინა, რათა სირიელს ხალხს დაეხმაროს ხელახლა გაერთიანებაში და ახალი, ინკლუზიური, პლურალისტური და მშვიდობიანი სირიის აღმშენებლობაში.
გადაწყვეტილების ფარგლებში ევროკავშირმა სასანქციო სიებიდან ამოშალა 24 სირიული კომპანია და ორგანიზაცია, მათ შორის სირიის ცენტრალური ბანკი, სხვა ბანკები და კომპანიები, რომლებიც ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში მუშაობენ: ნავთობის მოპოვება, ნავთობის გადამუშავება, ბამბის წარმოება და ტელეკომუნიკაციები. ზოგიერთი გაუქმებული სანქცია მედია ორგანიზაციებსა და ტელეარხებს ეხებოდა.
ამავდროულად, ევროკავშირმა ძალში დატოვა ბაშარ ასადის რეჟიმთან დაკავშირებული პირებისა და სტრუქტურების წინააღმდეგ სანქციები და მათი მოქმედება 2026 წლის 1 ივნისამდე გაახანგრძლივა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა