სერგეი ლავროვი – რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„სტამბოლში 16 მაისს გამართულ მოლაპარაკებებზე ჩვენ დისკრიმინაციული კანონების გაუქმება მოვითხოვეთ და ამას პირდაპირი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის დროსაც გავაგრძელებთ, რომელსაც ძალიან მალე გამოვაცხადებთ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები ომზე უკეთესია, მაგრამ რუსეთის მოთხოვნები უკრაინის არაბირთვული და ნეიტრალური სტატუსის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
„უკრაინის არაბირთვული და ნეიტრალური სტატუსის შესახებ რუსეთის მოთხოვნები ნებისმიერი მოგვარების ფარგლებში უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც ეს 2022 წლის აპრილში სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე იყო გათვალისწინებული. მოლაპარაკებები ომზე უკეთესია, მაგრამ წარმატების მისაღწევად კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრაა აუცილებელი, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი არაერთხელ გაუსვა“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ