– კანადა 51-ე შტატად გახდომის სანაცვლოდ „ოქროს გუმბათის“ უფასოდ შეთავაზებას განიხილავს

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადა განიხილავს შეთავაზებას, რომ „ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით უსასყიდლოდ დაცვის სანაცლოდ, შეერთებული შტატების 51-ე შტატი გახდეს.
„მე ვუთხარი კანადას, რომელსაც ძალიან სურს ჩვენი ზღაპრული „ოქროს გუმბათის“ სისტემის ნაწილი იყოს, რომ ეს 61 მილიარდი დოლარი დაუჯდება, თუ ისინი ცალკე, მაგრამ არათანასწორ ერად დარჩებიან, მაგრამ ნული დოლარი დაუჯდებათ, თუ ჩვენი საყვარელი 51-ე შტატი გახდებიან. ისინი ამ შეთავაზებას განიხილავენ“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ თვის დასაწყისში დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა არასდროს იყიდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას