Reuters – ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ფრიდრიხ მერცს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ფრიდრიხ მერცს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანიის მთავრობის ცნობით, ქვეყნის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინის პრეზიდენტს, ს ბერლინში, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში მიიღებს.
„ვიზიტის მთავარი თემა უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ძალისხმევა იქნება“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და -მა ს სიღრმეში დარტყმების უფლება მისცეს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინას ახლა შეუძლია თავი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებით დაიცვას. ცოტა ხნის წინ უკრაინას ამის გაკეთება არ შეეძლო და ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ამას არც აკეთებდა. ახლა უკრაინას ეს შეუძლია. ახლა შეუძლია სამხედრო სამიზნეებს ზურგს უკან დაარტყას და ეს უკრაინის მიერ ომის წარმოებისას გადამწყვეტ ცვლილებას წარმოადგენს“, – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

უჩა ნანუაშვილი კახა კალაძეზე – ვერ შეძლეს სხვა კანდიდატურის წარმოდგენა – „ქართულ ოცნებას“ ნაკლებად ჰქონდა შანსი წარმოედგინა ისეთი კანდიდატი, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერით ისარგებლებდა

პაატა ზაქარეიშვილი – „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანა „ქართული ოცნების“ დამარცხება არაა, გაუჩნდა შანსი შუა გაკრიფოს, ამიტომ წამოიწყო უაზრო ბოიკოტი – მადლობა ღმერთს, ჭკუა ეყოთ „ლელოს“ და გახარიას და არ აჰყვნენ პროვოკაციას