რუსული მხარის ინფორმაციით, მოსკოვზე დრონებით შეტავა განხორციელდა – აეროპორტებში, უსაფრთხოების მიზნით, შეზღუდვები დაწესდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 33 დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.
„საჰაერო თავდაცვა აგრძელებს მტრის დრონების თავდასხმის მოგერიებას. განადგურებულია ოთხი დრონი, რომლებიც მოსკოვზე თავდასხმას ახორციელებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, სერიოზული ზარალი ან მსხვერპლი არ არის. ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ“, – აღნიშნა სერგეი სობიანინმა.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში თვითმფრინავების ჩაფრენასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: და ვინ აიტაცა პირველმა? რეჟიმმა, რადგან უმძიმეს ტვირთად აწევს თითოეული პატიმარი, ჰაერივით სჭირდება მათი გამოშვება, მაგრამ იმდენად ჩიხშია და იმდენად ბოროტია, რომ უნდა აღიარებით მოიშოროს