მედია: კიმბერლი ლოუ წერს, რომ ტრამპმა ყაველაშვილს წერილი მისი ჩართულობით გაუგზავნა

კიმბერლი ლოუ Facebook-ზე წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივანიშვილის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მისალოცი წერილი მისი ჩართულობის შედეგად გაუგზავნა.

“მე საქართველოს პრემიერის წერილი ვაშინგტონში შესაბამის არხებს გავუგზავნე პრეზიდენტ ტრამპთან გადასაგზავნად და მან პასუხი გასცა.” – წერს ლოუ.

“დიახ, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები განმტკიცდება და ევროკავშირსაც ესაჭიროება ურთიერთობები გაუმჯობესება, პირველ რიგში, სუვერენულ და უსაფრთხო სახელმწიფოს საქმეებში ნეგატიურად არ ჩარევით.” – დაამატა მან.

ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, დონალდ ტრამპმა ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა – აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაცია მედიას ქართულენოვან თარგმანს არ უგზავნის.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: სინამდვილეში გილაური არაფერ შუაშია, მას სხვა მიზნისთვის გლაგნიან ტალახში. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის თითქოს კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები – მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება