“მარადონაზე” ანშლაგი იქნება – რა შემადგენლობით ითამაშებს “მონცასთან” “ნაპოლი”?

სერია A-ს მე-18 ტურში “ნაპოლი” “მონცას” დისკვალიფიცირებული პოლიტანოსა და ოსიმენის და ტრავმირებული ნატანის და ლობოტკას გარეშე უმასპინძლებს.
დაშავებულია აგრეთვე ლინდსტრიომი, რომელიც საწვრთნელ ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. areanapoli ირწმუნება, რომ მომავალ შეხვედრას ნეაპოლური გუნდი ამ შემადგენლობით დაიწყებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ანგისა, კაიუსტე, ზილენსკი, რასპადორი, სიმეონე, კვარაცხელია.
მძიმე სიტუაციაში მყოფ “ნაპოლის” ერთგული გულშემატკივრები არ მიატოვებენ და ბოლომდე დაუჭერენ მხარს. ilmattino-ს ცნობით, გუშინ სალაროებში გატანილი ყველა ბილეთი გაიყიდა და “დიეგო მარადონაზე” ანშლაგი იქნება.