პეტრე ცისკარიშვილი: ყველა ვხვდებით, რომ ეს იყო მორიგი პროტოკოლური წერილი, რომელზედაც ტრამპის ხელმოწერა არის თუ არა, ისიც არ ვიცით

ყველა ვხვდებით, რომ ეს იყო მორიგი პროტოკოლური წერილი, რომელზედაც ტრამპის ხელმოწერა არის თუ არა, ისიც არ ვიცით- ასე გამოეხმაურა გადაცემა “რეაქციაში“ “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი პრეზიდენტ ტრამპის მილოცვას მიხეილ ყაველაშვილისადმი, რომელიც ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ეს დიდად საყურადღებო არაა, რადგან “საკანცელარიო სამსახური მუშაობს, პარტნიორი ქვეყანაა და ყველა 26 მაისს იყო მილოცვები“.

საკანცელარიო სამსახური მუშაობს, პარტნიორი ქვეყანაა და ყველა 26 მაისს გვილოცავდნენ. ასე რომ, დიდ ყურადღებას, რომ წერილი იყო და ყაველაშვილს მიულოცეს , საერთოდ ვინ არის და რა ფიგურაა, ეს კიდევ საკითხავია, – თქვა ცისკარიშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ტრამპის მისალოცი წერილი თავად ყაველაშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: სინამდვილეში გილაური არაფერ შუაშია, მას სხვა მიზნისთვის გლაგნიან ტალახში. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის თითქოს კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები – მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება