საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.
– ბატონო ირაკლი, ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის 107 წლისთავი კი აღნიშნა, მაგრამ, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული სადღესასწაულო ღონისძიებების პომპეზურად აღნიშვნის შემდეგ ვნახეთ ამავე დღესასწაულის იმ ხალხის მიერ აღნიშვნა, ვინც ხელისუფლების ოპოზიციაშია, ქუჩაში აპროტესტებს „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკას“. ხელისუფლების ნაბიჯებს იმ მიმართულებით, რომელიც აშორებს ქვეყანას ევროპულ არჩევანს.
ორივე ღონისძიებებზე დაკვირვებამ ცხადად გვანახა, რომ 26 მაისის დღესასწაული არ აღმოჩნდა გამაერთიანებელი პოლიტიკურად დაპირისპირებული ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის.
ხელისუფლების ოპონენტებმა ხელისუფლების მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის პომპეზურად აღნიშვნა „ქართული ოცნების“ ფარისევლობად შეაფასეს და ამის მიზეზად სახელდება ის, რომ „ქართული ოცნებისთვის“, როგორც პოლიტიკური პარტიის პროპაგანდა და საშინაო და საგარეო პოლიტიკაში პრაქტიკა „წინააღმდეგობაშია ეროვნული დამოუკიდებლობის იდეასთან“.
26 მაისმა ცხადად გვანახა, რომ ქართული საზოგადოება, როგორც მინიმუმ ორ მკვეთრად დაპირისპირებულ პოლიტიკურ ნაწილადაა გაყოფილი. ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი დღესაც მათ ცალ-ცალკე აღნიშნეს.
გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები 2025 წლის 26 მაისს თბილისსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებზე და მასში შუადღემდე ხელისუფლების მხარდამჭერების მონაწილეობაზე, ხოლო, დღის მეორე ნახევარში ოპოზიციის, ანუ ხელისუფლების ოპონენტების აქტიურობაზე…
– პირველ რიგში ყველას ვულოცავ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეს, 26 მაისს. მე მაინც იმ აზრზე ვრჩები, რომ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე 9 აპრილია. ამ დღეს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს სახელმწიფოს, მის არსებობას.
26 მაისი კი უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღია, ვინაიდან ჩვენ სახელმწიფოებრიობა აღვიდგინეთ და საერთოდ დიდი სისულელეა ამ ორი საზეიმო თარიღის ერთმანეთთან დაპირისპირება. ოღონდ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილია.
ეს უბრალოდ ისტორიული ფაქტია და ამით არანაირად არ კნინდება 26 მაისის მნიშვნელობა. 90-იან წლებში მაშინდელმა პარლამენტმა ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირების გამო ასე „იძია მასზე შური“, 9 აპრილი არ გამოაცხადა დამოუკიდებლობის დღედ. ადრე თუ გვიან ვფიქრობ ესეც გამოსწორდება.
ჰო სამწუხაროდ, ამ თარიღსაც ასე გაყოფილი და დაპირისპირებული აღვნიშნავთ და აქ 26 მაისი არაფერ შუაშია. ძნელია იმ ხელისუფლებასთან ერთად იზეიმო დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი ათობით პოლიტიკური პატიმარი ჰყავს ციხეში, რომელსაც ჰყავს სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი, რომელიც 26 მაისს იმის თქმასაც კი ვერ ბედავს, ვინც წაგვართვა მაშინ მოპოვებული დამოუკიდებლობა.
ძნელია იმ ხელისუფლებასთან ერთად იზეიმო დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი ათობით პოლიტიკური პატიმარი ჰყავს ციხეში, რომელსაც ჰყავს სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი, რომელიც 26 მაისს იმის თქმასაც კი ვერ ბედავს, ვინც წაგვართვა მაშინ მოპოვებული დამოუკიდებლობა
ბუნებრივია ეს დაპირისპირება, დემოკრატია უპირისპირდება ავტორიტარიზმს, თავისუფლებისკენ სწრაფვა რეპრესიებს და ყველამ ძალიან კარგად იცის საით არის სიმართლე, ხელისუფალმაც და ოპოზიციონერმაც, მედროვემაც და კონფორმისტმაც, რადიკალმაც და ზომიერმაც.
საზოგადოებაში საკმაოდ დიდია უკმაყოფილების მუხტი. ყველა უჭკუო ხელისუფლება, როდესაც ხედავს, რომ მოსახლეობაში არის უკმაყოფილება, ცდილობს ეს უკმაყოფილება ძალისმიერი მეთოდებით ჩაკლას, მაშინ როცა ჭკვიანი ხელისუფლება ცდილობს მიაკვლიოს რა არის უკმაყოფილების მიზეზი და გამოასწოროს.
დემოკრატია უპირისპირდება ავტორიტარიზმს, თავისუფლებისკენ სწრაფვა რეპრესიებს და ყველამ ძალიან კარგად იცის საით არის სიმართლე, ხელისუფალმაც და ოპოზიციონერმაც, მედროვემაც და კონფორმისტმაც, რადიკალმაც და ზომიერმაც
საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების კუთხითაც ბევრად უფრო მდგრადია ისეთი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს გაიგოს, რა არის პრობლემა, რატომ გამოდის მოსახლეობა ქუჩაში და ეს პრობლემები გადაჭრას.
სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში“ თავმოყრილ ადამიანებს ეს არ ესმით.მათთვის პოლიტიკური ოპონენტი მტერია, რომელიც ცდილობს მას დაუმსახურებლად მოპოვებული ძალაუფლება წაართვას, მტერთან დიალოგი კი სისუსტის ნიშანია.
ამიტომ ამ დროსაც მისალოც პოსტებშიც თუ გამოსვლებშიც ვისმენდით მოსაზრებებს მოღალატეების, უცხოეთის აგენტების და მტრების შესახებ.
ამიტომ ემსგავსება ჩემთვის „ოცნების“ მიერ მოწყობილი საზეიმო ღონისძიებები და მათზე გამომსვლელების რიტორიკა საბჭოთა საქართველოს საპირველმაისო ან საშვიდნოემბრო აღლუმებს და მათზე გამოსული ცკ-ს მდივნების სიტყვებს.
ჩემთვის „ოცნების“ მიერ მოწყობილი საზეიმო ღონისძიებები და მათზე გამომსვლელების რიტორიკა საბჭოთა საქართველოს საპირველმაისო ან საშვიდნოემბრო აღლუმებს და მათზე გამოსული ცკ-ს მდივნების სიტყვებს
– პრემიერმა ირაკლი კობაიძემ 26 მაისს განაცხადა – „ბოლო 2 საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს არ ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც არის დღეს – დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველო კვლავაც გადის ბიბლიურ 40 წლიან მოსეს გზას აღთქმული მიწისკენ“.
პრემიერმა ასვე განაცხადა – „რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი 35 წლის წინ, სსრკ-ს დროს ცდილობენ, ახლაც იგივე კეთდება და ეს არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის“.
არადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ოპონენტების უმრავლესობა მათი მხარდამჭერებიანად „უსამშობლოებად“ და „აგენტებად“ ჰყავს გამოცხადებული.
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კი თქვა – „ჩვენ ღია ვართ თანასწორობაზე დაფუძნებული ნებისმიერი ურთიერთობისთვის – არ დავუშვებთ რომ ქართველი ხალხი მსხვერპლად შეეწიროს გარკვეული ძალების ინტერესს“.
თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერისა და პრეზიდენტის ამ განცხადებებს?
– „ბოლო 2 საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს არ ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც არის დღეს“ – როგორც ჩანს, ეს ფრაზა „ქართული ოცნების“ საოცდაექვსმაისო ახალი მესიჯბოქის ძირითადი გზავნილია.
წინა დღეს მამუკა მდინარაძემ გაავრცელა ფეისბუქზე განცხადება, რომელშიც ზუსტად ეს სიტყვები იყო გამოყენებული. ძალიან ნიშანდობლივია, რომ პრემიერ მინისტრმა ახსენა სსრკ. „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური მესიჯბოქსები პირდაპირ საბჭოთა პროპაგანდიდან არის გადმოტანილი. ამის დამადასტურებელი ფაქტები მარტივად შეიძლება მოვძებნოთ ინტერნეტში
გაზეთი „ლენინელი“, 1955 წ.:
„საქართველოს დამოუკიდებლობას დღეს არ ემუქრება არაფერი, რადგან პარტიის ძალით განადგურდა ყველა კონტრ-რევოლუციური მექანიზმი. საბჭოთა წესრიგმა შექმნა უპრეცედენტო პირობები ქართველი ერის აყვავებისთვის.“
ჟურნალი „მარქსიზმ-ლენინიზმის საკითხები“, 1980 წ.:
„საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ფარგლებში საქართველომ პირველად მოიპოვა ნამდვილი, შინაარსიანი დამოუკიდებლობა – განთავისუფლდა შიდა და გარე მტრისგან და იმპერიალისტური ჩარევისგან.“
სტუდენტური პარტკომის ანგარიშიდან, თსუ, 1976 წ.:
„შიდა მტრები – თუნდაც გადაცმულნი ინტელიგენციის ტანსაცმელში – ცდილობენ შებღალონ ჩვენი დამოუკიდებლობა და წარსული, მაგრამ კაპიტალისტური აგენტების ეს ძალისხმევა ყოველთვის წარუმატებლად მთავრდება“
მე მგონი საკმარისია იმის დასადასტურებლად, თუ ვისი საქმის გამგრძელებლები, ვისი სულიერი შვილები არიან ეს ხალხი. მე ამის მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ არ გამიკვირდება, რომ ამ იდეოლოგიის და მესიჯების უკან მდგომი „ქართული ოცნების“ იდეოლოგიური და პიარ მრჩევლები 80-იანი წლების ბოლოს საქართველოს ცკ-ს იდეოლოგიური სამსახურის მაღალი რანგის მოხელეები იყვნენ.
ბევრი მათგანი ცოცხალია და საკმაოდ აქტიურიც ანტიდასავლური პროპაგანდა ხომ მათი ცხოვრების მთავარი საქმე იყო და დღევანდელი „ოცნების“ მესიჯების სტილი ძალიან ჰგავს კომუნისტური რეჟიმის ანტიდასავლური პროპაგანდისტული მესიჯების სტილს.
როგორც ჩანს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 35 წლის თავზე მათი ეს ცოდნა და უნარ-ჩვევები კვლავ მოთხოვნადი გახდა. სხვათა შორის, „ოცნების“ იდეური (მედროვეებს არ ვგულისხმობ) მხარდამჭერების ძირითადი მასაც სწორედ 50-60 წელს გადაცილებული ის ხალხია, რომლებსაც, კომუნისტური სისტემის კრახის შემდეგ გაუჭირდათ ახალი ცხოვრებისთვის ალღოს აღება, 80-იანი წლების შემდეგ ვერ შეძლეს საკუთარი თავის რეალიზება, გადაიტანეს დიდი გაჭირვება, ყველა თავის უბედურებაში ბრალს დებენ სსრკ-ს დაშლას, კაპიტალიზმს, დემოკრატიას, დასავლეთს და არიან ნოსტალგიურად განწყობილი საბჭოთა სისტემის მიმართ.
ამ ადამიანებს სჯერათ, რომ არამარტო მათი პირადი, არამედ საქართველოს უბედურების სათავე რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გაფუჭებაა, თორემ სსრკ-ს დროს მშვენივრად ვცხოვრობდით. ამ ურთიერთობების გაფუჭების მიზეზი კი არა რუსების მიერ იმპერიის შენარჩუნების და აღდგენის სურვილი, არამედ დასავლეთის მიერ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებაა.
ამიტომ ამ ადამიანებს მყარად აქვთ გამჯდარი ანტიდასავლური განწყობები, მიუღებლობა დემოკრატიის მიმართ. სხვათა შორის, როგორც ჩანს, ეს განწყობები საკმაოდ ფეხმოკიდებულია ჩვენს დიასპორაშიც. იქაც მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც უკიდურესი გაჭირვების გამო იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო და უცხო ქვეყნებში გადახვეწილიყვნენ ოჯახის სარჩენად.
ამ ადამიანებს მყარად აქვთ გამჯდარი ანტიდასავლური განწყობები, მიუღებლობა დემოკრატიის მიმართ. სხვათა შორის, როგორც ჩანს, ეს განწყობები საკმაოდ ფეხმოკიდებულია ჩვენს დიასპორაშიც. იქაც მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც უკიდურესი გაჭირვების გამო იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო და უცხო ქვეყნებში გადახვეწილიყვნენ ოჯახის სარჩენად
როგორც წესი, ევროპასა და ამერიკაში ჩასული ქართველების დიდი ნაწილი არალეგალია, იძულებულია ყველაზე ნაკლებ პრესტიჟული შრომით დაკავდეს, სოციალურად ყველაზე დაბალ საფეხურზე აღმოჩნდა და ვერ ახერხებს იქიდან ამოსვლას. ისინი ცხოვრობენ, მდიდარ, შეძლებულ საზოგადოებაში, მაგრამ არიან სოციალური კიბის ყველაზე დაბალ საფეხურზე და მათ უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება ბევრ იმ სიკეთეზე, რაც აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეს.
ერთი და იგივე სამუშაოში ჩვენი არალეგალები იღებენ ბევრად ნაკლებს, ვიდრე ადგილობრივები. ასეთი მდგომარეობა, ჩვენი დიასპორის ბევრ წარმომადგენელში აღვივებს მიუღებლობას დასავლური საზოგადოების მიმართ. სწორედ ასეთ ადამიანებზე, მათ შელახულ თავმოყვარეობაზე და არარეალიზებულ ამბიციებზე მუშაობს „ოცნების“ მიერ ნაფთალინიდან ამოღებული ანტიდასავლური საბჭოთა პროპაგანდის ლოზუნგები და კლიშეები.
ოღონდ „ოცნების“ ბელადებს ავიწყდებათ, რომ ის პარტია, რომელთა იდეოლოგებიც ხალხის დასაბოლებლად ამ მესიჯებს იყენებდნენ ისტორიამ სანაგვეზე მოისროლა, ხოლო ის სახელმწიფო, რომელსაც მართავდნენ ამ იდეოლოგიითა და მესიჯებით, მიუხედავად იმისა რომ რესურსებით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა იყო, დაიშალა და აღარ არსებობს.
„ოცნების“ ბელადებს ავიწყდებათ, რომ ის პარტია, რომელთა იდეოლოგებიც ხალხის დასაბოლებლად ამ მესიჯებს იყენებდნენ ისტორიამ სანაგვეზე მოისროლა, ხოლო ის სახელმწიფო, რომელსაც მართავდნენ ამ იდეოლოგიითა და მესიჯებით, მიუხედავად იმისა რომ რესურსებით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა იყო, დაიშალა და აღარ არსებობს
– ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 107 წლისთავი ხელისუფლებას და ხალხს ჩვენს ხელისუფლებას არა ერთმა პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოგვილოცეს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფისა და ევროპელი მშივრების მოლოცვები რომ ყველაზე მეტად ფასეული და მნიშვნელოვანი იყო, ფაქტია. აშშ-ს წარმომადგენელმა აშშ-საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობა შეგვახსენა. საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა კი მოგვილოცეს დღესასწაული მაგრამ, იმავე მოლოცვაში აღნიშნეს – „ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას – საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგი უნდა აღადგინოს“.
რასაც საშინაო პოლიტიკაში ვხედავთ ისაა, რომ ხელისუფლება აგრძელებს ოპონენტების დაკავებას და რაც არ უნდა ოპონენტებმა გააკეთონ იმის მტკიცებას, რომ ისინი დიფ სთეითის მიერ იმართებიან.
ევროპელი ლიდერების კრიტიკულ შენიშვნაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ასე გამოეხმაურა – „სამარცხვინო თავდასხმაა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე“.
თქვენ როგორ შეაფასებდით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოლოცვებსა და მათ მიერვე გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებზე ხელისუფლების რეაქცია?
– დასავლეთის ლიდერები, რა თქმა უნდა, იცავენ დიპლომატიურ ეტიკეტს, და ულოცავენ ქართველ ხალხს, ეს ხაზგასმულია ყველა მილოცვაში დამოუკიდებლობის დღეს.
ამასთან, ისინი მუდმივად ახსენებს საქართველოს ხელისუფლებას იმ პრობლემებს, რაც მას აქვს ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობაში.
საქართველო რომ „ოცნების ლიდერთა სამწუხაროდ დასავლეთის პოლიტიკური ელიტისთვის მნიშვნელოვან ქვეყნად რჩება ამაზე მიუთითებს აშს-ს სახელმწიფო მდივნის რუბიოს განცხადებები სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე.
საქართველო რომ „ოცნების ლიდერთა სამწუხაროდ დასავლეთის პოლიტიკური ელიტისთვის მნიშვნელოვან ქვეყნად რჩება ამაზე მიუთითებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რუბიოს განცხადებები სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე
ასე რომ არ იყოს არ იქნებოდა ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ხელმძღვანელების ერთობლივი განცხადებას ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ნუ თუ მართლა არ დავიჯერებთ იმ პლინთუს დაბლა დაშვებული, „ოცნების“ სამარცხვინო პროპაგანდისტული მესიჯის და ფეისბუქ პოსტის, რომლის მიხედვითაც, თურმე ამ სამი სახელმწიფოს ლიდერი კოკაინის საყნოსად იკრიფება ხოლმე.
დასავლეთის ლიდერების აღნიშნული ქმედებები ადასტურებ, რომ დემოკრატიული სამყარო ჩვენი ხალხის მიტოვებას არ აპირებს, როგორც არ უნდა ოცნებობდეს ამაზე ივანიშვილი, ყაველაშვილი კობახიძე თუ პაპუაშვილი.
ეს ჩანს დასავლელი ლიდერების ამ მილოცვებიდან და მათი კრიტიკული შენიშვნებიდან. დანარჩენი ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტია.
დასავლეთის ლიდერების აღნიშნული ქმედებები ადასტურებ, რომ დემოკრატიული სამყარო ჩვენი ხალხის მიტოვებას არ აპირებს, როგორც არ უნდა ოცნებობდეს ამაზე ივანიშვილი, ყაველაშვილი კობახიძე თუ პაპუაშვილი
– საუბარი იმ თემაზე მსჯელობით მინდა გავაგრძელოთ, რაზეც თქვენ გაზეთ „კვირის პალიტრისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადეთ და ეხება ქვეყნის პარტნიორების მხრიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრაქტიკულად აღიარებას.
დასახელებულ ინტერვიუში თქვენ ამბობთ – „სამწუხაროდ, მართალი აღმოვჩნდი, როცა ვამბობდი – დასავლეთი ნელ-ნელა შეეგუება რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არსებობს და გარკვეული ურთიერთობები იქნება მეთქი.“
შესაძლოა, როგორც ამბობთ, ასეც იყოს, მაგრამ ვიცით, რომ აშშ-ს კონგრესმა „მეგობარი აქტი“ მიიღო, მალე მას აშშ-ს სენატიც განიხილავს. სურათი რომ მეტ0ნაკლებად სრული იყოს, ისიც უნდა გავიხსენოთ, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუბიომ საქართველოზე თქვა. მართალია რუბიოს ნათქვამი სხვადასხვაგვარად აღიქვეს, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ აშშ-ს საქართველოზე საბოლოო გადაწყვეტილებები არ აქვს მიღებული.
რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ „დასავლეთი ნელ-ნელა შეეგუა „ქართული ოცნების“ რეჟიმის არსებობას“. და კიდევ – თქვენი ვარაუდით, აშშ- საქართველოზე საბოლოოდ რაზე შეიძლება შეთანხმდეს? სენატი „მეგობარ აქტს“ მხარს არ დაუჭერს, ან თუ მიიღო შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი არ მოაწერს ხელს, თუ მოაწერს?
– როგორც მახსოვს, ამ ინტერვიუში იმასაც ვამბობდი, რომ „ოცნების“ ხელისუფლება დასავლეთისთვის აღარასოდეს იქნება სანდო პარტნიორი და მათი ურთიერთობა ჩვენს ხელისუფლებასთან შემოიფარგლება იმ საკითხებით, რაც დასავლეთის ქვეყნების ინტერესებშია.
ევროკავშირთან და ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა ვერ ხერხდება. ისინი მინიმალურ დონეზე ინარჩუნებენ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან. ჰო, ჩვენ არ ვართ ჩრდილო კორეა ან ბელორუსი, მაგრამ აღარც ევროკავშირის და აშშ-ს სანდო პარტნიორები და პოლიტიკის მხარდამჭერები ვართ. ახლა არის ასეთი სტატუს კვო. სანამ დემოკრატიის კუთხით ვითარება არ გამოსწორდება, დაახლოება არ მოხდება.
ევროკავშირთან და ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა ვერ ხერხდება. ისინი მინიმალურ დონეზე ინარჩუნებენ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან. ჰო, ჩვენ არ ვართ ჩრდილო კორეა ან ბელორუსი, მაგრამ აღარც ევროკავშირის და აშშ-ს სანდო პარტნიორები და პოლიტიკის მხარდამჭერები ვართ. ახლა არის ასეთი სტატუს- კვო. სანამ დემოკრატიის კუთხით ვითარება არ გამოსწორდება, დაახლოება არ მოხდება
ამის გაგება არ უნდა „ქართულ ოცნებას“. ისინი ცდილობენ, რომ რამენაირად დაათბონ ურთიერთობა არა იმ პრობლემების მოგვარებით, რასაც მას დემოკრატიული ქვეყნები მოუწოდებენ, არამედ აჩვენონ დასავლეთს, რომ მზად არიან გადადგან ნაბიჯები, რომლითაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უფრო მეტად თანხვედრაში მოვა ევროკავშირის და აშშ-ს პოლიტიკასთან.
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია რომ საქართველოდან რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომობილების და სპეცტექნიკის რეექსპორტსაც შეწყდა.ეს ცვლილება 15 მაისიდან შევიდა ძალაში.
აქამდე რეექსპორტი რუსეთისა და ბელორუსის მიმართულებით ისედაც აკრძალული იყო, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში რეექსპორტი საქართველოდან შეზღუდული არ ჰქონდათ. 15 მაისიდან კი ესეც აიკრძალა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ბანკმა“ რუსეთში რეგისტრირებული მომხმარებლებს შეუზღუდა იმ ფუფუნების კატეგორიის პროდუქციის ყიდვა, რომლის ღირებულებაც 300 დოლარს ან ევროს აღემატება. ყველა ეს შეზღუდვა, იმ სანქციების ნაწილია, რომელიც ევროკავშირმა და აშშ-მ შემოიღეს რუსეთის წინააღმდეგ.
ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გაუგზავნოს მესიჯები დასავლეთს, რომ თუკი ის არ მოითხოვს „ქართული ოცნებისგან“ შიდა დემოკრატიის პრობლემების მოგვარებას და ამით არ შეუქმნის საფრთხეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ძალაუფლებას, მთავრობა მზად არის გარკვეულ ფარგლებში მხარი დაუჭირონ დასავლეთის პოლიტიკას რუსეთის მიმართ.
ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გაუგზავნოს მესიჯები დასავლეთს, რომ თუკი ის არ მოითხოვს „ქართული ოცნებისგან“ შიდა დემოკრატიის პრობლემების მოგვარებას და ამით არ შეუქმნის საფრთხეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ძალაუფლებას, მთავრობა მზად არის გარკვეულ ფარგლებში მხარი დაუჭირონ დასავლეთის პოლიტიკას რუსეთის მიმართ
როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ტრამპის ხელისუფლებას, მათ იდეოლოგებს ე.წ. ტექნო ოლიგარქებიდან, არაფრად აღელვებთ დემოკრატიული იდეალები და ადამიანის უფლებები, რომ მათთან „გარიგება“ შესაძლებელია ე.წ. პრაგმატული ეკონომიკური ინტერესებში თანამშრომლობის ფარგლებში, ასეთი „ბარტყების გადაგდებით“.
თუ ეს სიმართლეა, მაშინ „ოცნება“ სერიოზულად ცდება და ამას ისინი მალე დაინახავენ.
– საუბარი უნდა გავაგრძელოთ იმაზე, თუ როგორ აღნიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ოპოზიციურმა სპექტრმა. შეიძლება ითქვას, რომ რა რესურსიც ოპოზიციას ჰქონდა ეს აქციებიც შესაბამისად ჩატარდა.
სანახაობრივი მხარეც არ აკლდა, ვგულისხმობ 1921 წლის სპორტული ორგანიზაცია „შევარდენის“ აქტივისტების გაცოცხლებას. მაგრამ, თბილისში გამართულ ოპოზიციის აქციაზე არაფერი განსაკუთრებული არ მოგვისმენია, რაც აქამდე არ თქმულა და რაც ხელისუფლების ოპონენტებში გამოიწვევდა ახალი სამომავლო გეგმების მიმართ ძალების კონსოლიდაციას და საპროტესტო მუხტის გაზრდას.
ბევრი თვლის, რომ ასეთი რამ შეეძლო გამოეწვია სალომე ზურაბიშვილის მიერ იმის გაცხადებას, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში და თბილისი მერობისთვის იბრძოლებს.
ამის მსგავსი არაფერი თქმულა, ვნახეთ, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევიდნენ, მათ შორისაც უთანხმოებებია და ასე შემდეგ. ფაქტი ისაა, რომ „ოპოზიცია ვერ ახერხებს ჩამოყალიბდეს „ქართული ოცნების“ ალტერნატიულ ძალად“.
თქვენ როგორ შეაფასებდით 26 მაისის აღნიშვნისადმი მიძღვნილ ოპოზიციის ორგანიზებულ ღონისძიებებს?
რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბებას?
– პოლიტიკური ოპოზიციას ფაქტობრივად არ აქვს სამოქმედო ასპარეზი, ის ასპარეზი, რომლის გარეშეც პოლიტიკური პროცესი არ არსებობს. ოპოზიციას არ არის პარლამენტში (თავად თქვეს უარი და არ დავიწყებ ახლა ამ გადაწყვეტილების ავკარგიანობაზე საუბარს), ქვეყნის შიგნით, ქუჩის აქციების გარდა, მას არ აქვს არანაირი ბერკეტი, არ არსებობს არანაირი ფორმატი, რომლის მეშვეობითაც ოპოზიციას საშუალება ექნება, გავლენა მოახდინოს სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.
ფაქტობრივად, ერთი მხრივ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, მეორე მხრივ კი ხელისუფლება მოქმედებენ პარალელურ სივრცეებში. არანაირად არ იკვეთებიან ერთმანეთთან, გარდა სასამართლო პროცესებისა. არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ვერ ვხედავთ ვერც პოლიტიკურ დებატების და მითუმეტეს, პოლიტიკურ დიალოგის მცდელობას.
ფაქტობრივად, ერთი მხრივ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, მეორე მხრივ კი ხელისუფლება მოქმედებენ პარალელურ სივრცეებში. არანაირად არ იკვეთებიან ერთმანეთთან, გარდა სასამართლო პროცესებისა. არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ვერ ვხედავთ ვერც პოლიტიკურ დებატების და მითუმეტეს, პოლიტიკურ დიალოგის მცდელობას
არ ჩანს მთავარი, ასე გაგრძელების შემთხვევაში როგორ აპირებს ოპოზიცია პოლიტიკურ შედეგის მიღწევას. თუ არც რევოლუცია, არც არჩევნები და არც დიალოგი ხელისუფლებასთან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად, მაშინ რა? მხოლოდ სანქციების იმედზე ვართ?
ჩემი აზრით ეს ყველაზე არასწორი პოზიციაა. ვფიქრობ, ოპოზიციამ ან არ უნდა ჩაატარებინოს ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნები, რაც ძალიან რთული იქნება და რევოლუციური პროცესის დაწყებას ნიშნავს, რის შესაძლებლობასაც ჩემი აზრით არ ჩანს, ან უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მინიმუმ დედაქალაქსა და რამდენიმე მნიშვნელოვან მუნიციპალიტეტში დაამარცხოს „ქართული ოცნება“. ეს რომ რეალისტური ამოცანაა, ამას თუნდაც ბოლო, გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები შედეგები ადასტურებს.
ხელისუფლებამ ხუთი თვითმმართველი ქალაქიდან მხოლოდ ფოთში მოახერხა 51 %-ის მოგროვება. ყველა დანარჩენ ქალაქში, ჯამურად, ოპოზიციამ აჯობა „ქართულ ოცნებას“. აქედან თბილისსა და რუსთავში 60%-40%-ზე. არავინ თქვას, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი არ გააკეთა დედაქალაქის და თვითმმართველი ქალაქების მოსაგებად.
ოპოზიციამ ან არ უნდა ჩაატარებინოს ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნები, რაც ძალიან რთული იქნება და რევოლუციური პროცესის დაწყებას ნიშნავს, რის შესაძლებლობასაც ჩემი აზრით არ ჩანს, ან უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მინიმუმ დედაქალაქსა და რამდენიმე მნიშვნელოვან მუნიციპალიტეტში დაამარცხოს „ქართული ოცნება“. ეს რომ რეალისტური ამოცანაა, ამას თუნდაც ბოლო, გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები შედეგები ადასტურებს
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების შედეგად განსაკუთრებით მაღალია უკმაყოფილების ხარისხი დედაქალაქში, ბათუმში და ზოგიერთ სხვა ქალაქში. დარწმუნებული ვარ, იგივე თბილისში, მრავალი თვის მანძილზე პროტესტზე გამოსულ ასობით ათას ადამიანს ბოიკოტისკენ თუ არ მოვუწოდებთ, არამედ მათ მნიშვნელოვან ნაწილს ჩავრთავთ მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის (ასევე, საკრებულოს არჩევნებში ერთიანი მაჟორიტარული კანდიდატების) მხარდაჭერის კამპანიაში.
თუ არ დავაგდებთ ამ ადამიანებში ბრძოლის მუხტს, არ გავაღვივებთ ნიჰილიზმს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, დავარწმუნებთ, რომ თბილისის ხელისუფლებისთვის წართმევა დასაწყისია ქვეყანაში ჩვენთვის სასურველი ცვლილებების განსახორციელებლად, მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტების მოსაპოვებლად.
აბსოლუტურად რეალურია, რომ ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციამ მოიგოს თბილისში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები.
მოსახლეობის მიერ პირდაპირი გზით არჩეული თბილისი მერი არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა. ამ პოლიტიკური პოსტის ხელისუფლებისთვის წართმევით რეალურად შეიძლება შეიცვალოს ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი.
ავტორიტარიზმთან წინააღმდეგ ბრძოლა საჭიროა ქუჩაშიც და არჩევნებზეც. ვინმემ შეიძლება ამიხსნას ყოველგვარი ლანძღვა-გინებისა და იარლიყების მიწებების გარეშე, რატომ არის ბიძინას თამაში ის, რომ მივიღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისი წავართვათ, ჩამოვართვათ 2-მილიარდიანი ბიუჯეტის განკარგვის საშუალება, ჩამოვართვათ თბილისის ბიუჯეტით ბიზნესმენების მოსყიდვის და მორჩილებაში ყოფნის შესაძლებლობა წავართვათ ადმინისტრაციული რესურსი, რასაც იყენებენ საპარლამენტო არჩევნებზე და ა.შ.
იგივე გავაკეთოთ, სადაც ეს შესაძლებელია, მინიმუმ, დიდ ქალაქებში. ეს რატომ არის ბიძინას თამაში? რატომ იქნება რეჟიმის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა თუკი ამ ყველაფერს ხელისუფლებას უბრძოლველად დავუთმოთ, წინასწარ გადავულოცავთ გამარჯვებას, ივანიშვილს მივცემთ საშუალებას უბრძოლველად დაამყაროს ერთპარტიული, ცენტრალიზებული მმართველობა ქვეყნის მასშტაბით, პრემიერიდან დაწყებული დამთავრებული სოფლის ბოლო რწმუნებულამდე? ნებსით თუ უნებლიეთ სწორედ ეს ხომ არ არის “ქართული ოცნების” წისქვილზე წყლის დასხმა?
ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს გამარჯვებისთვის, ივანიშვილისთვის ძალაუფლების მნიშვნელოვანი ნაწილის გამოგლეჯისათვის და არა ეძებოს მიზეზები არჩევნებში არმონაწილეობისათვის.
ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს გამარჯვებისთვის, ივანიშვილისთვის ძალაუფლების მნიშვნელოვანი ნაწილის გამოგლეჯისათვის და არა ეძებოს მიზეზები არჩევნებში არმონაწილეობისათვის
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ამ ხელისუფლებისა და პარლამენტის ლეგიტიმაციას ნიშნავსო, რბილად რომ ვთქვათ, ლეგიტიმაციის არასწორი გაგება და ინსინუაციაა. თვითმმართველობის არჩევნები როდის უნდა ჩატარდეს, განსაზღვრულია კონსტიტუციით, თვითმმართველობის კოდექსით და ის შემოდგომაზე ჩატარდებოდა ნებისმიერ პირობებში, საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად. ერთი არჩევნებით ვერანაირად ვერ მოხდება მეორე, სხვა ორგანოს, არჩევნების ლეგიტიმაცია. ეს კიდევ ცალკე აბსურდია.
საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ოცნებამ მაჟორიტარების რაოდენობა გაზარდაო. მერე? ბოლო თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია სადაც ძლიერი იყო მაჟორიტარული ოლქებით უფრო აჯობა ოცნებას. ვიდრე პროპორციულ სიაში. ზუგდიდში ოპოზიციამ მოიგო 14 მაჟორიტარული ოლქიდან 8, როცა პროპორციულში ოპოზიციას და მმართველ პარტიას თანაბარი შედეგები ჰქონდა.
ასევეა წალენჯიხა, რუსთავი, ქალაქი თელავი და ა.შ. რა თქმა უნდა „ქართულმა ოცნებამ“ ეს ცვლილებები სათავისოდ გააკეთა, მაგრამ აგერ არის ფაქტი, ოპოზიცია თუკი ძლიერია, კოორდინირებულად მოქმედებს და ერთიანი კანდიდატები ეყოლება, ბრძოლა ყველგანაა შესაძლებელი. თორემ ოპოზიციის საქმე ისე გამოდის, ცუდ მოცეკვავეებზე რომაა ნათქვამი.
მოკლედ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებასთან კომპრომისი, მის ნებაზე დაყოლიება და დათმობა კი არა, მასთან ბრძოლაში შესვლაა! არმონაწილეობა კი ივანიშვილისთვის ძალაუფლების უბრძოლველად გადალოცვა და ბრძოლის ველიდან გაქცევა.
ბოიკოტისების კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს არჩევნების მოსაგებლად და ყველანაირად ეცდება მის გაყალბებას. სრული ჭეშმარიტებაა! მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ამის შესაძლებლობა არ მივცეთ და არა ბრძოლის ველიდან გავიპაროთ და გამარჯვება, უბრძოლველად, ყოველგვარი გაყალბების საჭიროების გარეშე ვუფეშქაშოთ!
ვინმეს თუ ჰგონია, რომ ივანიშვილი ღამე არ დაიძინებს იმის გამო, რომ დღეს პროტესტში ჩართული პარტიები და საზოგადოება მონაწილეობას არ მიიღებენ არჩევნებში, თუკი ვინმეს სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ გლოვა ექნება , ჩემი აზრით, ის არც ივანიშვილს იცნობს და ვერც ვერაფერი გაუგია ამ მთავრობის პოლიტიკის! ივანიშვილი ბოლომდე შეირგებს ამ ოპოზიციური პარტიების გაამარგინალებს.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებასთან კომპრომისი, მის ნებაზე დაყოლიება და დათმობა კი არა, მასთან ბრძოლაში შესვლაა! არმონაწილეობა კი ივანიშვილისთვის ძალაუფლების უბრძოლველად გადალოცვა და ბრძოლის ველიდან გაქცევა
თუკი ნამდვილი ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, გამოჩნდება სხვა პარტიები, გამოჩნდებიან ოპოზიციური კანდიდატებიც, რეალური კონკურენციის არარსებობის პირობებში, „ოცნება“ დადებს ზუსტად იმ შედეგს, რაც მას მოაწყობს. დაჭირდება, იქნებიან დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც მოიგებენ ოლქებს, თუკი დასჭირდათ, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ასეთი მერებიც შეიძლება გაჩნდნენ, რეალურად, უკონკურენტო არჩევნებში ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მადის და პოლიტიკური ტექნოლოგიის საკითხი იქნება.
ამ პროცესს დაესწრებიან დამკვირვებლებიც, კი, ბატონო, თავიანთ ანგარიშებში ისინი დაწერენ, რომ ოპოზიციის ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღო არჩევნებში, რამაც მისი კონკურენტულობა და პროცესისადმი ამომრჩევლის ნდობა შეამცირა, იქნება ამ ფაქტზე გარკვეული შეშფოთება საერთაშორისო ორგანიზაციებში, იქნება ევროპარლამენტარებისა თუ სენატორ-კონგრესმენების განცხადება-შეფასებები, იქნება ევროკომისიის მიერ ამ ფაქტზე სინანულის გამოხატვა, რეკომენდაციები მთავრობის მიმართ, რომ უფრო ინკლუზიური გახადონ პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ეს ყველაფერი არ იქნება საკმარის ამ არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დასაყენებლად.
მეტიც, მოვლენების ასეთმა განვითარებამ შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ კოლექტიური დასავლეთი, რა თქმა უნდა, დარჩება კრიტიკული ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ეს კრიტიკულობა არ შეუქმნის საფრთხეს მის ძალაუფლებას.
სამაგიეროდ, სულ უფრო მეტად გაჩნდება კითხვა ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, რომლებიც არცერთ არჩევით სახელმწიფო ორგანოში არ არიან, თუ ვის წარმოადგენს ეს ხალხი, რა ლეგიტიმაცია აქვთ, ვისი სახელით გველაპარაკებიან ისინი და რამდენად გამოხატავენ ქართველი ხალხის ნებას.
შედეგის მისაღწევად ოპოზიციას ბოლო არჩევნებზე დაშვებული საკუთარი შეცდომების სერიოზული ანალიზი ჭირდება. დავიწყოთ იმით, რომ „ოცნებამ“ მოახერხა საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, მათ შორის, იმის გამოც, რომ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული ოპოზიცია, რეალურად, არჩევნებში გამარჯვებისთვის უფრო ემზადებოდა, ვიდრე არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ოპოზიციას არ უნდა აღიაროს, რომ ის ზედმეტი თავდაჯერების და ხმის მიცემის ახალი სისტემის რისკების გაუვლელობის გამო, არ აღმოჩნდა მზად დაეცვა არჩევნები გაყალბებისგან.
მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემდეგ, ოპოზიციას რეგიონები დარჩა პოლიტიკური ფიგურების გარეშე, თბილისიდან შეუძლებელია 3500 ქალაქსა და სოფელში ეფექტური საარჩევნო კამპანიის ჩატარება, საკუთარი ამომრჩევლის ხელისუფლების ზეწოლისგან თუ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე შედეგების გაყალბებისგან დაცვა.
სხვათა შორის მაჟორიტარების გაუქმების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს ხელისუფლებამ უფრო აუღო ალღო. მიუხედავად იმისა რომ „ქართულ ოცნებაზე მუშაობდა უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი, მერები, სოფლის რწმუნებულები, ხელისუფლება მიხვდა, რომ რეგიონებში პოლიტიკური ფიგურების დეფიციტი შეიძლება შექმნილიყო.
ამიტომ, დელეგატების ინსტიტუტი შემოიღო, მიაბა თავისი პარტიული სიის დეპუტატები კანდიდატები კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს და იქ მათ ჩაატარებინა კამპანიის ჩატარება.
ოპოზიცია კი ძირითადად თბილისიდან მუშაობდა და ლიდერები რეგიონულ ცენტრებსა და რამდენიმე დიდ მუნიციპალურ ცენტრში თუ მოასწრებდნენ ჩასვლას. სოფლები და ბევრი მუნიციპალიტეტი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების, რეალურად კი საერთოდ სერიოზული წინასაარჩევნო კამპანიის გარეშე დარჩა
ამას იმიტომ არ ვწერ, რომ ოპოზიცია დავამუნათო ან ვინმე მათ წინააღმდეგ განვაწყო. პარტიებს ბოლო არჩევნების კრიტიკულად გააზრება გჭირდებათ იმისთვის, რომ დაშვებული შეცდომები გაანალიზდეს და ისინი მომავალში თავიდან იქნეს აცილებული. ესაა ამოცანა და არა მოსახლეობაში ნიჰილიზმის დანერგვა არჩევნების მიმართ.
ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა გვიდასტურებს, რომ მათი რიცხვი, ვისაც არ მოსწონს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, ბევრად აღემატება ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვს. ჩემი აზრით, სწორედ ამის ხარჯზე იგებს არჩევნებს „ქართული ოცნება“ და არა იმიტომ, რომ ის ძალიან უყვართ.
ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა გვიდასტურებს, რომ მათი რიცხვი, ვისაც არ მოსწონს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, ბევრად აღემატება ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვს. ჩემი აზრით, სწორედ ამის ხარჯზე იგებს არჩევნებს „ქართული ოცნება“ და არა იმიტომ, რომ ის ძალიან უყვართ
ჩემი დაკვირვებით, დღეს მოქმედი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის ლოზუნგები და ტაქტიკა მიმართულია მხოლოდ რადიკალურად ანტისახელისუფლებოდ განწყობილი ამომრჩევლის ხმების მოსაპოვებლად, რაც, ვფიქრობ, შეცდომაა.
ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს აფრთხობს რადიკალური ლოზუნგები, წინა რეჟიმის რესტავრაციის და რევანშის საფრთხე. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ამ მოცემულობას პარტიები უნდა შეეგუონ.
ვინც იცის ჩვენი პოლიტიკური ისტორია, ის დამეთანხმება მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ რადიკალურად განწყობილი ამომრჩეველი საქართველოში არჩევნებს ვერასდროს ვერ იგებდა ვერც შევარდნაძის, ვერც სააკაშვილის პირობებში.
ხელისუფლება იცვლებოდა მაშინ, როცა პოლიტიკოსები ახერხებდნენ იმედის გაჩენას საზოგადოებაში, პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზებას, რასაც ზომიერად განწყობილი ოპოზიციური ამომრჩეველი მიჰყავდა საარჩევნო ურნებთან. ამიტომ, ჩემი აზრით, ოპოზიცია არჩევნებს მოიგებს იმ შემთხვევაში თუ მისი ნაწილი ზომიერ ამომრჩეველთან მისასვლელ გზას იპოვის.
ხელისუფლება იცვლებოდა მაშინ, როცა პოლიტიკოსები ახერხებდნენ იმედის გაჩენას საზოგადოებაში, პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზებას, რასაც ზომიერად განწყობილი ოპოზიციური ამომრჩეველი მიჰყავდა საარჩევნო ურნებთან. ამიტომ, ჩემი აზრით, ოპოზიცია არჩევნებს მოიგებს იმ შემთხვევაში თუ მისი ნაწილი ზომიერ ამომრჩეველთან მისასვლელ გზას იპოვის.
ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო სექტორის ლიდერების ნაწილმა კარგად უნდა გაიგოს, როს თბილისის აქტიური პოლიტიკური ბაბლის და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის შეხედულებები ერთმანეთთან მნიშვნელოვანწილად განსხვავდება, განსაკუთრებით კი ეს რეგიონში მცხოვრებლების შეხედულებებს ეხებათ.
ამიტომ ოპოზიციურ პარტიებს ბევრად მრავალფეროვანი ტაქტიკა, ამომრჩევლებისთვის მათ პრობლემების მოგვარებაზე ბევრად უფრო ადქევტური გზავნილები სჭირდებათ, ვიდრე „ევროპა კარგია“ და „ბიძინა რუსეთის აგენტია“.
– დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით უმძიმესი ზაფხული გველოდება. რამდენიმე დღეში ზაფხულის პირველი თვე ივნისი დაიწყება. დიდია ალბათობა იმისა, რომ აშშ-ს სენატმა განიხილოს საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტი“, რომელიც შემდეგ ხელმოსაწერად აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს წარედგინება.
ვხედავთ, რომ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ერთი მხრივ პრეზიდენტ პუტინის თამაშები, მეორე მხრივ პრეზიდენტ ტრამპის მცდელობები შეაჩეროს ომი უკრაინაში, მოულოდნელი გაგრძელებები მოჰყვეს. იგულისხმება ევროპის უკრაინაში გააქტიურება. მეტიც, ამ პროცესში აშშ-ის პოზიციის საბოლოო ჩამოყალიბება.
ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა, ტრამპის ჩათვლით ყველა ხვდება, რომ პუტინის რუსეთი ომის შეწყვეტას არ აპირებს. ეგ კი არა, უკვე ღიადაც ამბობს, რომ „რუსეთმა უკრაინასაც და ევროპასაც უნდა მიუჩინოს თავისი ადგილი“. პუტინი რომ ამას ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე ამბობს, ცხადია.
თუ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე ვითარება
– რასაც ვუყურებ, სენატში „მეგობარ აქტს“ ისეთი მხარდაჭერა აქვს, რომ თუკი საკითხი კენჭისყრამდე მივიდა, ძნელი წარმოსადგენია მისი არმიღება. საკითხი ასე დგას, როდის შეიტანენ დღის წესრიგში. ეს დამოკიდებულია სენატის სპიკერზე, მაიკლ ჯონსონზე. მისი პრეროგატივაა ამ დოკუმენტის სენატის სხდომის დღის წესრიგში ჩასმა.
ამ ეტაპზე ალბათ ჩვენი ხელისუფლების ლობისტების მცდელობა მიმართული იქნება იმისკენ, რომ „მეგობარი აქტის“ მიღება საგაზაფხულო სესიაზე არ მოხდეს. მანამდე კი ისეთი ნაბიჯებით, როგორებიცაა რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომობილების და სპეცტექნიკის რეექსპორტსაც შეწყვეტა და რუსეთში რეგისტრირებული მომხმარებლებს ფუფუნების კატეგორიის პროდუქციის ყიდვის შეზღუდვა, რომლის ღირებულებაც 300 დოლარს ან ევროს აღემატება, „ ქართული ოცნება“ ეცდება შეარბილოს აშშ-ს ადმინისტრაციის პოზიცია.
ამ ეტაპზე ალბათ ჩვენი ხელისუფლების ლობისტების მცდელობა მიმართული იქნება იმისკენ, რომ „მეგობარი აქტის“ მიღება საგაზაფხულო სესიაზე არ მოხდეს
თან, როგორც ჩანს, ივანიშვილის პარტიას კიდევ აქვს ტრამპსა და პუტინს შორის გეოპოლიტიკური გარიგების იმედი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ~რუსეთის გავლენის სფეროში აღმოვჩნდებით, რაც ჩვენი ხელისუფლების იმედს აძლევს, რომ დასავლეთს აღარ ექნება მოტივაცია იზრუნოს საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერაზე.
მე პირადად „ოცნების“ ადგილას ოპტიმისტურად განწყობილი არ ვიქნებოდი. არადა ნათელი უნდა იყოს, რომ ერთია ტრამპი როგორ ხედავს პუტინთან ურთიერთობის მოგვარებას და მეორეა, ის როგორ უყურებს მისი მოწინააღმდეგის სატელიტებს.
როცა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ამბობს საქართველოზე „არის ჩვენს ეროვნულ ინტერესში ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში?“ რუბიოს ამ ფრაზაზე მხოლოდ ყაველაშვილს შეეძლო ეთქვა – „მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხის.“-ო. სინამდვილეში ეს ძალიან მძიმე განცხადებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. დავიჯერო, ამას მხოლოდ ყაველაშვილი ვერ ხვდება?
უბრალოდ, დღეს აშშ-ს ბევრად უფრო სხვა საკითხები აწუხებს და იგივე სახელმწიფო დეპარტამენტში მკაფიოდ არცაა გამოკვეთილი ის ფიგურა, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენთან ურთიერთობებზე. ამაშია „ოცნების“ შანსი, რამენაირად გადავადდეს საკითხი, მანამდე იქნებ უკრაინის და შესაბამისად პოსტსაბჭოთა რეგიონის უსაფრთხოების თემაზე აშშ და რუსეთი გარიგდნენ, ჩვენც ხურდაში გაგვაყოლონ და ოცნებასაც თავი გაანებონ. ძნელი წარმოსადგენია მოვლენების ასეთი განვითარება.
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს.
ამ გზაზე მნიშვნელოვანია, აშშ და ევროკავშირის გადმოსახედიდან რამდენად გამოჩნდება საქართველოში პასუხისმგებლობიანი და საზოგადოების მხარდაჭერის მქონე პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა, რომელიც არა მხოლოდ ლამაზი დასავლური ლოზუნგებით ილაპარაკებს, არამედ ექნება ქვეყნის დემოკრატიული თუ სოციალურ – ეკონომიკური განვითარების სწორი პროფესიონალური ხედვა. ჩემი აზრით, ამაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენი მომავალი.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
