შოთა დიღმელაშვილი: საქართველოს ეკონომიკას ემიგრანტებით უდგას სული და არა ინვესტორებით

სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი:
საქართველოს ეკონომიკას ემიგრანტებით უდგას სული და არა ინვესტორებით.
ბოლო წლების მანძილზე ფულადი გზავნილები 2-3-ჯერ აღემატებოდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს (2025 წ საქსტატს ჯერ არ აქვს). შეფარდება კიდევ უფრო იზრდება მულტიპლიკატორის გათვალისწინებით, რადგან ბევრი საინვესტიციო პროექტისგან განსხვავებით, გზავნილები მეტწილად რეალურ ეკონომიკაში მიედინება.
ამ დროს სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლო სახსრების მიმცემ ადამიანებს ფუნდამენტური უფლება – ხმის მიცემის უფლება წაართვას, მაშინ როცა არაბ ინვესტორებს ქვეყანა ფეხქვეშ ეგება და უმაღლესი თანამდებობის პირები პრ კამპანიებში ერთვებიან და რეკლამებში მონაწილეობენ.
სურათი კიდევ უფრო ბნელია თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოს საკუთარი რესურსი არ ენანება არაბული დეველოპმენტისთვის მაშინ როცა ქვეყანაში არ არსებობს არა თუ სოციალური საცხოვრისები, განსახლების მინიმალური პოლიტიკაც კი და ამ ფონზე ტრაგიკული შემთხვევები და თვითმკვლელობები ლამის ყოველ თვეს ხდება.
საქართველოს რეალური კაპიტალი მისი მოქალაქეებია. პოლიტიკა ამას უნდა ასახავდეს. მაგრამ ამ ქვეყნისთვის რაც მეტს აკეთებ, მით მეტად ისჯები – ასეთია ჩვენი სისტემა. სახელმწიფო უცხოური კაპიტალის სამსახურში და არა უცხოური კაპიტალი სახელმწიფოს სამსახურში.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი