სერგეი ლავროვი – რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული

დონალდ ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მისი ომი არ არის. ის რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული. ეს, ზოგადად, მისი და პრეზიდენტ პუტინის ერთობლივი ინიციატივა იყო“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს უმასპინძლოს.
„ჩვენ მზადყოფნა ადრეც გამოვხატეთ, რომ ასეთ ღონისძიებას ვუმასპინძლოთ და ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ. გულწრფელად რომ ვთქვა, ამას ჩვენს მოვალეობად მივიჩნევთ. ჩვენ გვსურს, რომ ორივე მხარემ შეთანხმებას მიაღწიოს“, – აღნიშნა ფიდანმა.
ლავროვის თქმით, „სტამბოლი ძალიან კარგია“.
„რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, მე კვლავ ჩვენს თურქ მეგობრებს მივმართავდი. სტამბოლი ძალიან კარგია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ