“დაზიანება არ აქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობაც ნორმალურია, დანარჩენზე თავად ისაუბრებს – ბაჩიაშვილის ადვოკატი

ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა უკვე მოინახულა გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. მისი ინფორმაციით, დაკავებულს დაზიანებები არ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც, ზედაპირული შეფასებით, ნორმალურია.
რაც შეეხება სხვა მისი დაკავების, საქართველოში შემოყვანისა და სხვა დეტალებს, ადვოკატის თქმით, ამ საკითხებზე ბაჩიაშვილი თავად ისაუბრებს.
“გიორგის არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ნორმალურია ზედაპირულად რაც შემიძლია გითხრათ. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით – როგორ მოხდა მისი დაკავება, გადმოყვანა საქართველოში და ა.შ. მან გამოთქვა სურვილი, რომ ისაუბროს თავად ხვალ, სასამართლო პროცესზე”, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ანდრო ჭიჭინაძის საქმის გამომძიებელი იყო მოსული და ვერ გაშუქდა, რადგან მედიის ნახევარი არ იყო დარბაზში და ვინც იყო, გადაღების საშუალება არ ჰქონდა – ახლა უფრო რთულად, მაგრამ მოგვიწევს საზოგადოებას მოვუყვეთ, როგორ აბსურდზე ისაუბრა მან

გია ვოლსკი – როცა კამერას ხედავენ, სასამართლო ბრძოლის ველად არის გადაქცეული – მედიის პროცესზე ყოფნა და ფოტო-ვიდეო გადაღება ემსახურება ერთ მიზანს – სასამართლოს დისკრედიტაცია მოახდინონ და პროცესი პერფორმანსით გადაფარონ