პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი დღეს, პრინციპების დონეზე განიხილეს და 88-ხმით, ერთხმად მიიღეს.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება. შესაბამისად, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები.
ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდება, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაციის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მათი შეფასებით, ცვლილებების შემდეგ, აღმოიფხვრება ბუნდოვანება, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსთან დაკავშირებით არსებობს და ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება დამოუკიდებლად გამოძიების შესაძლებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს