„ოცნებამ“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩილ კოჭლამაზაშვილი აირჩია

89 ხმით, 0-ის წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩილ კოჭლამაზაშვილი აირჩია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად, კოჭლამაზაშვილი 2006-2015 წლებში მუშაობდა მანდატურად სასამართლო სისტემაში. 2015-2019 წლებში კი იყო კონსულტანტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. არჩილ კოჭლამაზაშვილი 2019 წელს გახდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი, 2020 წლის მარტიდან 2020 წლის პირველ დეკემბრამდე მუშაობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტად.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, არჩილ კოჭლამაზაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით 2020 წლის პირველი დეკემბრიდან გამწესდა.
უზენაეს სასამართლოში ერთი ადგილი ვაკანტური 2025 წლის 30 დეკემბრიდან ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს