Reuters – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ს ეწვევა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი, რომელიც სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება, მიმდინარე კვირაში უკრაინას ეწვევა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ ოფიციალურ პირებს შეხვდება და სტამბოლში 16 მაისს ს დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებს განიხილავს.
ცნობისთვის, ჰაკან ფიდანი გუშინ მოსკოვში ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და უკრაინასთან მოლაპარაკებებისას რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, ვლადიმერ მედინსკის შეხვდა.
„პუტინმა და ფიდანმა უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მიზნით ბოლო დროს განხორციელებული ინიციატივები განიხილეს“, – განაცხადა თურქულმა წყარომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება