გრანტებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ შედის – ევროკავშირის პროგრამების – „ჰორიზონტი ევროპა“ და „ერასმუს +“ ფარგლებში გაცემულ გრანტებს მთავრობის მხრიდან თანხმობა აღარ დასჭირდება

„ქართულ ოცნებას“ გრანტებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ შეაქვს.
პარლამენტს განსახილველად კანონის პროექტი წარედგინა, რომლის თანახმად, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, “ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა “ერასმუს+ (Erasmus+) ფარგლებში განხორციელებული გრანტები მთავრობის მხრიდან თანხმობის გაცემის ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება.
კანონპროექტის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. ინიციატორთა მხრიდან მოთხოვნილია მისი დაჩქარებული წესით განხილვა.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ“ “გრანტების შესახებ” კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვით, გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია.
უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს