გლდანის ციხის ადმინისტრაციამ არ დაგვიდასტურა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დაწესებულებაშია – ადვოკატი

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ, სავარაუდოდ, გლდანის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა დაწესებულების ადმინისტრაცია ამას ოფიციალურად არ ადასტურებს.
„ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ გამთენიისას მისი ოჯახის წევრისგან გავიგე. ჩემი ინფორმაციით, უნდა იმყოფებოდეს აქ [გლდანის ციხეში], მაგრამ ადმინისტრაცია ამბობს, რომ ამ წუთისთვის გიორგი ჯერ შემოსახლებული არ არის. სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია“, – განუცხადა მახარაშვილმა ჟურნალისტებს ციხესთან.
მახარაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვერსიაზე და აღნიშნა, რომ მას ეს რეალურად არ მიაჩნია.
„სუსის ვერსია არ მერეალურება. მსგავსი ინფორმაცია არ მქონია და არც მტკიცებულება. დანარჩენს გეტყვით მას შემდეგ, რაც მას შევხვდები და გავარკვევ დეტალებს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს