რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ულტრამემარჯვენე ჯორჯესკუ პოლიტიკიდან მიდის

ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ჯორჯესკუ აღნიშნავს, რომ არ აპირებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას ან ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას, ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას გარედან დააკვირდება და კონცენტრირებული იქნება თავის ოჯახზე, რომელსაც სიმშვიდე და ჯანმრთელობა სჭირდება.
ჯორჯესკუს განცხადებით, გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო და პასუხისმგებლობიანი არჩევანი გააკეთა, რადგან პატივს სცემს რუმინელ ხალხს და ესმის შექმნილი სიტუაციის.
კალინ ჯორჯესკუმ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 26 მაისს, რუმინეთის ახალი პრეზიდენტის, ლიბერალი ნიკუშორ დანის ინაუგურაციის დღეს გამოაცხადა.
რუმინეთში 2024 წლის 24 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო ს პირველ ტურში გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე, პრორუსმა პოლიტიკოსმა კალინ ჯორჯესკუმ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის აუტსაიდერად ითვლებოდა.
რუმინეთის ხელისუფლება კამპანიაში ს ჩარევაზე მიუთითებდა. 2024 წლის დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სუბიექტების მიერ ჯორჯესკუს უკანონო მხარდაჭერის გამო. მას საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრა აუკრძალა.
კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე. მათ შორისაა ფაშისტური ორგანიზაციის წევრობა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდება. ჯორჯესკუ ბრალდებებს უარყოფს.
2025 წლის 4 მაისს რუმინეთში ჩატარდა ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები. პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი.
18 მაისს გამართულ მეორე ტურში ბუქარესტის მერმა, ლიბერალმა ნიკუშორ დანმა დაამარცხა ნაციონალისტი ჯორჯე სიმიონი.
ფორუმი