მერაბ მეტრეველი: როდესაც ბიძინას პირად შურისძიებაზე მიდგა საქმე, ყველაფერი გააკეთეს ბაჩიაშვილის ჩამოსაყვანად, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტიც კი დაუთმეს არაბებს

“ესე იგი, 13 წელია გაქცეულები არიან უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული დათა ახალია და კიდევ რამდენიმე ძველი ნაცი (მათ შორის კეზერაშვილი), მაგრამ ამ ხელისუფლებამ აქმდე ვერცერთი მათგანის ჩამოყვანა ვერ მოახერხა (მიშა თავისით ჩამოვიდა, არ დაგავიწყდეთ.)
სამაგიროდ, როდესაც ბიძინას პირად შურისძიებაზე მიდგა საქმე, ყველაფერი გააკეთეს ბაჩიაშვილის ჩამოსაყვანად, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტიც კი დაუთმეს არაბებს, რომ მათ ბაჩიაშვილი გადმოეცათ (ანუ ქვეყნის ინტერესები დააზარალეს ბიძინას შურისძიების გამო.). მოკლედ, ყველა ღონე იხმარეს და საწადელს მოაღწიეს, მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ნაცები კი ძველებურად დასერინობენ სხვადასხვა ქვეყნებში.
ჰოდა, ქოცებო, თქვენ კიდევ გჯერათ, რომ ეს ხელისუფლება ნაცებს ებრძვის?” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.
შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და ს ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი”.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ბაჩიაშვილი დააკავეს „გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად”.
გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან ფარულად იყო წასული და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
ს მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820  დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.
2025 წლის მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. პროკურატურამ ბაჩიაშვილი ძებნილად გამოაცხადა.
2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.
ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე დამნაშავედ ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ ორი საქმე – საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის და „თანაინვესტირების ფონდის” ხელმძღვანელობის პერიოდში „მტკვარი ჰესის” პროექტთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის.
გიორგი ბაჩიაშვილს 2025 წლის 26 მაისს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების რისკი ემუქრება, – ამის შესახებ საერთაშორისო იურიდიული ფირმის, Amsterdam & Partners-ის განცხადებაშია აღნიშნული.