WSJ – დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმდინარე კვირაში დაწესებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მიმდინარე კვირაში დაწესების შესაძლებლობას განიხილავს, რადგან ის იმედგაცრუებულია ს პრეზიდენტის, ს მიერ ზე თავდასხმების გაგრძელებით და სამშვიდობო მოლაპარაკებების ნელი ტემპით, – ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, შეზღუდვები, სავარაუდოდ, ახალ საბანკო სანქციებს არ მოიცავს, თუმცა განიხილება სხვა ვარიანტებიც, რათა რუსეთის ლიდერი აიძულონ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დათმობებზე წავიდეს, მათ შორის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რომელსაც უკრაინა უჭერს მხარს და რომელსაც რუსეთი დიდი ხანია უარყოფს.
გამოცემა წერს, რომ შესაძლოა, ტრამპმა ახალი სანქციები არ დააწესოს და მოლაპარაკებების პროცესი მიატოვოს.
„იმ ადამიანების განცხადებით, ვინც ტრამპის მოსაზრებებს იცნობენ, ის დაიღალა სამშვიდობო მოლაპარაკებებით და განიხილავს, საერთოდ მიტოვოს ის, თუ საბოლოო ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს“, – წერს The Wall Street Journal-ი.
თუმცა, გაურკვეველია, რა მოხდება, თუ სამშვიდობო პროცესიდან უკან დაიხევს და გააგრძელებს თუ არა ტრამპი უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევას.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ სურს მოლაპარაკებების გზით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ნახვა. პრეზიდენტი ტრამპი ასევე გონივრულად ინახავს ყველა ვარიანტს განსახილველად“, – განუცხადა გამოცემას თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლინ ლევიტმა.
WSJ წერს, რომ ტრამპი კვირების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ზეწოლას, პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმის გამო გაეკრიტიკებინა. უკრაინის ბევრმა მოკავშირემ, მათ შორის სენატორმა ლინდსი გრეჰემმა, ტრამპს განუცხადა, რომ პუტინს არ სურს შეთანმხმება და მხოლოდ სასჯელი აიძულებს მას სერიოზულად აწარმოოს მოლაპარაკება.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა