“სწორედ ამ ყველაფრის გამოა, რომ რუსეთი დღემდე ვერ შეგუებია საქართველოს დამოუკიდებლობას” – გიორგი კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

26 მაისის ისტორიიდან გამომდინარე კომენტარი:

როდესაც 1918 წელს, 107 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, ამით დაასრულა ს იმპერიის 117 წლიანი ოკუპაცია სამხრეთ კავკასიაში (რომელიც, სხვათა შორის, საქართველოში შემოსვლითვე დაიწყო). ეს ის იმპერია იყო, რომელიც გარდა ნაციონალური იდენტობის წაშლის მცდელობისა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა, პატრიარქი გადაასახლა და მისი ისტორიის გადაღებვა დაიწყო, პირდაპირი მნიშვნელობით. დამოუკიდებლობის მოპოვებით საქართველომ მოკავშირედ თავდაპირველად გერმანია, შემდეგ სხვა ევროპული სახელმწიფოები დაისახა. მისი არჩევანი არასდროს ყოფილა ჩრდილოური.

სწორედ ამ ყველაფრის გამოა, რომ რუსეთი დღემდე ვერ შეგუებია საქართველოს დამოუკიდებლობას. რუსეთის ჩვენდამი სიძულვილი მხოლოდ ემოციური კი არ არის, არამედ მეთოდურიცაა და მის იმპერიულ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიულ პოლიტიკასთან უბრალოდ შეუსაბამოა. ამიტომ არის რომ რუსეთისათვის გულის მოგების მცდელობა ცარიელი და ამაო. სანამ საქართველო დამოუკიდებლად არსებობს, მანამ იმპერიული პოლიტიკის მქონე რუსეთი საქართველოსათვის ყოველთვის მავნე იქნება.