ჩაკვეტაძემ შეცვლაზე შესვლიდან 4 წუთში სადებიუტო გოლი გაიტანა – “უოტფორდი” მაინც დამარცხდა [VIDEO]

ჩემპიონშიფის 24-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „ბრისტოლთან“ 1:4 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 49-ე წუთზე ანგარიში შეამცირა. მან სადებიუტო გოლი ჩემპიონატზე ჩატარებულ მეთვრამეტე მატჩში გაიტანა. თუმცა, „უოტფორდმა“, რომელიც პლეი-ოფის ზონას 2 ქულით მიუახლოვდა, მარცხი განიცადა.
ჩაკვეტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: flashscore 7.0, whoscored 6.9, sofascore 6.9.
„უოტფორდი“ 34 ქულით მეათე ადგილზეა და 29 დეკემბერს „სტოკს“ მიიღებს.
უოტფორდი – ბრისტოლი 1:4

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში